მთავარი » მომსახურება » პლასტიკური ქირურგია » ზარდახშა » მკერდის დაპატარავება – (რედუქციული მამოპლასტიკა )

მკერდის დაპატარავება – (რედუქციული მამოპლასტიკა )

მკერდის დაპატარავება – (რედუქციული მამოპლასტიკა

მკერდის დაპატარავება – რედუქციული მამოპლასტიკა არის ოპერაცია, რომლის საშუალებითაც ხდება მკერდის ფორმისა და მოცულობის კორექცია მისი დაშვებისა და დიდი ზომის დროს. ამასთან თუ მკერდის გადიდება მხოლოდ ესთეტიური მიზნებით ხორციელდება, დაპატარავება ხშირად აუცილებლობას წარმოადგენს.

დიდი ზომის მკერდი ქალბატონებისთვის მრავალი უსიამოვნების მომტანია. ხშირია კანის გაღიზიანება, ოფლიანობა, წელისა და კისრის ტკივილი, ძილის დროს სუნთქვის გაძნელება. ყოველივე ამისაგან თავის დაღწევა კი მხოლოდ ოპერაციული გზითაა შესაძლებელი, სწორედ ამ პრობლმების გამო ევროპის მრავალ ქვეყანაში რედუქციულ მამოპლასტიკას სადაზღვევო კომპანიები აფინანსებენ,ოპერაციის შედეგად ხდება ზედმეტი კანის, ცხიმოვანი და ჯირკვლოვანი ქსოვილის მოცილება, რაც მნიშვნელოვან შვებას წარმოადგენს პაციენტისთვის. ამასთან არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ლამაზი ფორმა რომელსაც მკერდი ოპერაციის შემდეგ იღებს.


როგორ ტარდება ოპერაცია კლინიკა „მედი“ - ში ?
ოპერაციის დროს განაკვეთები კეთდება არეოლის ირგვლივ, ვერტიკალურად ქვევით და ზოგიერთ შემთხვევაში მკერდქვეშა ხაზზე ე.წ. ამობრუნებულით. ამ განაკვეთებიდან ხდება მკერდის მოდელირება მაქსიმალურად მისაღები შედეგის მისაღწევად. დვრილ-არეოლას კომპლექსი გადაინაცვლებს ზევით, რისთვისაც ქირურგის მიერ შეირჩევა მოცემული შემთხვევისათვის საუკეთესო მკვებავი ფეხი.

მკერდის დაპატარავების ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზიის პირობებში

რა გვერდითი მოვლენები აქვს ამ ოპერაციას ? 
მკერდის ოპერაციის შემდგომ პერიოდში აღინიშნება შეშუპება და ზოგიერთ შემთხვევაში სისხლჩაქცევები, რომლებიც თავისთავად გაივლის, გამორიცხული არ არის გარკვეული ასიმეტრa. დაახლოებით 50% შემთხვევაში შეუძლებელია ძუძუთი კვება. ასევე ზოგჯერ აღინიშნება ჭრილობების მიმდებარე არეების მგრძნობელობის მოშლა.

რამდენი ხანი გრძელდება სარეაბილიტაციო პერიოდი ? 
პაციენტი 1-2 დღე-ღამის განმავლობაში რჩება კლინიკაში. დრენაჟების ამოღება ხდება  2-4 დღის შემდეგ. სამსახურში დაბრუნება შესაძლებელია 2 კვირის შემდეგ.  ნაკერები იხსნება 10-14 დღისშემდეგ.
1-1,5 თვის განმავლობაში აუცილებელია სპეციალური კომპრესიული ბიუსჰალტერის ტარება. ავტომობილის ტარება 1-2 თვის განმავლობაში არ არის  რეკომენდებული , 2-3 თვე კი შეზღუდულია მძიმე ფიზიკური დატვიტთვა.