მთავარი » მომსახურება » პლასტიკური ქირურგია » ზარდახშა » მკერდის გადიდება - აუგმენტაციური მამოპლასტიკა

მკერდის გადიდება - აუგმენტაციური მამოპლასტიკა

მკერდის გადიდება - აუგმენტაციური მამოპლასტიკა
მკერდის გადიდების (აუგმენტაციური მამოპლასტიკა) ოპერაციის მიზანია, ენდოპროთეზების იმპლანტაციით მკერდის ფორმისა და მოცულობის შეცვლა.

სხვადასხვა ფორმისა თუ ზომის ენდოპროტეზების საშუალებით შესაძლებელია არა მარტო მკერდის ზომის გაზრდა, არამედ მისი ფორმის კორექციაც. მცირედ დაშვებული მკერდის შემთხვევაში საკმარისია იმპლანტის გამოყენება და მკერდი კვლავ აიწევს. ასევე ასიმეტრიის შემთხვევაში შესაძლებელია სხვადასხვა ზომის იმპლანტების შერჩევით გამოვასწოროთ განსხვავება.

შეიძლება თუ არა დაფეხმძიმება ამ ოპერაციის ჩატარების შემდეგ ?
ენდოპროთეზი პაციენტს ხელს არ უშლის მშობიარობასა და ბავშვის ძუძუთი კვებაში. როგორც სპეციალისტთა გამოკვლევები ცხადყოფს, იგი სავსებით უსაფრთხოა, არ იწვევს არავითარ ალერგიას ან ინტოქსიკაციას.

როგორ ტარდება  მკერდის გადიდება კლინიკა  „მედი“- ში  ? 
ენდოპროტეზებით მკერდის გადიდებისათვის კეთდება მცირე ზომის 4-5 სმ  განაკვეთები მკერდის ქვეშ ან არეოლის ქვედა კიდეზე. შეხორცების შემდგომ ისინი პრაქტიკულად არ ჩანს. იმპლანტი ორგანიზმის თავისებურებებიდან გამომდინარე შესაძლოა მოთავსდეს სარძევე ჯირკვლის ან მკერდის დიდი კუნთის ქვეშ. 
იმპლანტები თავის მხრივ შესაძლოა იყოს მრგვალი და ანატომიური (წვეთის ფორმის). ჩვენს კლინიკაში გამოიყენება მხოლოდ საუკეთესო ხარისხის ევროპული და ამერიკული, ბოლო თაობის, მაღალხარისხოვანი პროთეზები, რომლებსაც აქვთ სპეციალური სამშრიანი გარსი და ხაოიანი ზედაპირი, რაც გამორიცხავს ტრავმასთან დაკავშირებულ ყოველგვარ რისკს ან გელის გამოჟონვას.
ენდოპროთეზის ფორმა და მოცულობა შეირჩევა ექიმის მიერ პაციენტის სურვილის გათვალისწინებით.

მკერდის გადიდების ოპერაცია ტარდება მხოლოდ ზოგადი ანესთეზიის პირობებში.

რამდენი ხანი მიმდინარეობს ოპერაცია ? 
მკერდის გადიდებაის ოპერაციის ხანგრძლივობა საშუალოდ 1,5-2 საათია. 

რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს ოპერაციას ? 
ოპერაცია სასურველია ჩატარდეს ძუძუთი კვების დამთავრებიდან მინიმუმ 6 თვის შემდეგ. იშვიათად შესაძლებელია დვრილ-არეოლის კომპლექსის მგრძნობელობის დროებითი მოშლა ან კაფსულური კონტრაქტურის ჩამოყალიბება, რაც თანამედროვე პროტეზების გამოყენებამ მინიმუმამდე დაიყვანა.

როგორია ოპერაცისს შემდგომი პერიოდი ? 
პაციენტი ერთი დღე-ღამის განმავლობაში რჩება კლინიკაში. სამსახურში დაბრუნება შესაძლებელია 5-7 დღის შემდეგ. 1-1,5 თვის განმავლობაში აუცილებელია სპეციალური კომპრესიული ბიუსჰალტერის ტარება. ავტომობილის ტარება 1-2 თვის განმავლობაში რეკომენდებული არაა, 3-4 თვე პაციენტისათვის შეზღუდულია მძიმე ფიზიკური დატვირთვა.