პროქტოლოგია - ჰემოროიდული არტერიების ლიგირება - ბუასილი

განმარტება

ჰემოროიდული არტერიების ლიგირება არის უახლესი მეთოდი პროქტოლოგიაში, რომლის საშუალებითაც ხდება ბუასილის კვანძების მკვებავი არტერიების გადაკვანძვა, და შესაბამისად, ბუასილის გამომწვევი მიზეზის მოშორება. რექტო-ანალური რეპოზიციის შემთხვევაში კი ხდება გარეთ გამოსული ჰემოროიდული კვანძების ატანა და ფიქსაცია, რაც ყველაზე მთავარია, არც ერთ შემთხვევაში არ კეთდება არანაირი განაკვეთი.

შედეგი

მრავალი ადამიანი იტანჯება ბუასილითა და მისი ისეთი გამოვლინებებით, როგორიცაა ტკივილი და სისხლდენა. ესთეტიკური მედიცინის ცენტრ "მედი"–ში დანერგილი, ამიერკავკასიაში ერთადერთი, უნიკალური მეთოდის დახმარებით, ყველა ამ პრობლემის მოგვარება 1 დღეშია შესაძლებელი

ტექნოლოგია

მრავალი ათწლეულის განმავლობაში ქირურგები ცდილობდნენ, ემკურნალათ ჰემოროიდული დაავადებისთვის. ამ დროს ისინი აშორებდნენ შედეგს, რაც გამოვლინდება ჩამოყალიბებულ ბუასილის კვანძების მოკვეთაში.

ასევე, იყო მცდელობები შედარებით ნაკლებმტკივნეული მეთოდების შექმნისა. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, 90-იანი წლების ბოლოს, შეიქმნა დოპლერის ეფექტის გამოყენებაზე დაფუძნებული მეთოდი, რომელიც განაკვეთების გაკეთებას საერთოდ არ საჭიროებს და ამავე დროს ზუსტად ზემოქმედებს ჰემოროიდული კვანძების წარმომქმნელ მიზეზზე.

სპეციალური აპარატის მეშვეობით, ერთჯერადი დოპლერის სენსორის საშუალებით, ხდება თითოეული ჰემოროიდული კვანძის მკვებავი არტერიის ზუსტი მოძებნა და მისი გადაკვანძვა, რის შემდეგაც კვანძი მცირდება ზომებში. იმ შემთხვევაში, თუ კვანძი გარეთ გამოდის, შესაძლებელია ამავე აპარატის საშუალებით მათი ფიქსაცია, რაც ასევე კარგ კოსმეტიკურ შედეგს იძლევა.

ხანგრძლივობა

ოპერაციის ხანგრძლივობა 30 წუთიდან 1 საათამდეა.

გვერდითი მოვლენები

ოპერაციის შემდგომ პერიოდში შესაძლოა აღინიშნოს მცირედი ტკივილი უკანა ტანის არეში, ოპერაცია შესაძლებელია ჩატარდეს პრაქტიკულად ნებისმიერი სტადიის ჰემოროიდული დაავადების დროს. ამ ოპერაციასთან ერთად შესაძლებელია უკანა ტანის სხვადასხვა პრობლემების მოგვარებაც.

პაციენტის სტატუსი

პაციენტი კლინიკა "მედი"–დან ეწერება მეორე დღეს. სამსახურში დაბრუნება შესაძლებელია 1-3 დღის შემდეგ.

ანესთეზია

ოპერაცია ტარდება სპინალური ან ზოგადი ანესთეზიის პირობებში.