რეაბილიტაცია

რეაბილიტაცია
ბოლო წლებში ადამიანები ძალზე ხშირად მიმართავენ სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრებს, რაც გამოწვეულია იმ დაავადებათა რიცხვის მატებით, რომლებიც ვითარდება ჰიპოდინამიის, არასწორი, არარეგულარული კვების, სტრესის, გადაღლის ფონზე. ამ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება ხერხემლის და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიები. ესენია:

  • ოსტეოქონდროზი
  • სპონდილოზი
  • სპონდილოართროზი
  • სქოლიოზი
  • ბრტყელტერფიანობა6. კიფოზი
  • ლორდოზი
  • სხვა სახსრის ართროზი

         

 ოსტეოქონდროზი - მალთაშუა დისკის და მასთან მიმდებარე მალათა სხეულების დისტროფიული დაზიანება, რომელიც ვლინდება პროთრუზიით, ანუ დისკის გამოზნექით, დისკის თიაქრით

სპონდილოზი- ძვლოვანი წარმონაქმნები წინა გასწვრივ იოგის ქვეშ

სპონდილოართროზი- ხერხემლის რკალისებრი და ფასეტური სახსრის ართროზი

სქოლიოზი - ხერხემლის რთული დეფორმაცია, რომლის დროსაც ხდება ხერხემლის გამრუდება და ტორსიული შემობრუნება თავისი ღერზის გარშემო

კიფოზი-ხერხემლის გამრუდება უკნისაკენ

ლორდოზი- ხერხემლის გამრუდება წინისაკენ

ბრტყელტერფიანობა- ტერფის დეფორმაცია, რომელიც ვლინდება ტერფის თაღის გაბრტყელებით სიგრძივად და განივად

ართროზი- სახსრის და მიმდებარე ქსოვილების ქრონიკული არაანთებითი დაავადება

ეს ის ქრონიკული დაავადებებია რომლებიც საჭიროებენ საწყის ეტაპზე პათოლოგიური პროცესების შეცერებას, რათა თავიდან ავიცილოთ ადამიანის უნარშეზღუდვა.  ყოველივე ამის გათვალისწინებით შექმნილია სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრები. მათ შორის ჩვენს კლინიკაშიც.

რეაბილიტაცია ნიშნავს აღდგენას. სამედიცინო რეაბილიტაცია- ორგანიზმის მიერ დაკარგული ფუნქციების აღდგენაა. 

ჩვენი კლინიკის რეაბილიტაციის ცენტრში არსებული სამკურნალო რეაბილიტაციის ძირითადი ძირითადი საშუალებებია

  • ჰიდრო, ანუ  აკვა თერაპია- წყლის  გამოყენება რეაბილიტაციაში. ესენია : ჰიდრო მასაჟი, შხაპი, ცურვა, აკვააერობიკა
  • კინეზოთერაპია- მკურნალობა მოძრაობით. კინეზო თერაპიით ხდება  მოტორული სფეროს დარღვეული ფუნქციების კორექცია და ჰიპოდინამიით გამოწვეული არასასურველი შედეგების აღმოფხვრა
  • კიქ-ბოქსინგი- კინეზოთერაპიის ერთერთი სახეობაა, რომელიც წარმოიშვა სამი განსხვავებული დისციპლინისგან: საბრძოლო ხელოვნება, აერობიკა და ბოქსი
  • ტაიჩი- ჩინური გამაჯანსაღებელი ხელოვნებაა, რომელიც არეგულირებს ადამიანის ენერგიას და სასიცოცხლო ფუნქციებს.
  • ინფრაწითელი საუნა- აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს ძვალ-სახსროვანი სისტემის პრობლემებს, აქტიიურად გამოოიყენება დერმატოლოგიაში, კოსმეტოლოგიაში. გამოიყენება ორგანიზმის დეტოქსიკაციის მიზნით, აძლიერებს იმუნურ სისტემას.6. ფინური საუნა- იწვევს კუნთოვანი აპარატის რელაქსაციას, სტრესის მოხსნას

ფიზიოთერაპია - სამკურნალო და სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავება