მთავარი » მომსახურება » სარეაბილიტაციო ცენტრი » ზუმბა (საცეკვაო აერობიკა)

ზუმბა (საცეკვაო აერობიკა)

ზუმბა - იცეკვეთ და გახადეთ თქვენი სხეული მოქნილი და სრულყოფილი.

საცეკვაო ქორეოგრაფია, ინდივიდუალური პროგრამა - წონის კორექცია, კარდიო ვარჯიშების კომპლექსი. უდიდესი ენერგია და რიტმი დაგეხმარებათ დაწვათ 700-ზე მეტი კალორია
.
ზუმბა ეს არის ენერგიული, ჩამთრევი, მხიარული და ეფექტური საცეკვაო ფიტნეს-პროგრამა ლათინოამერიკულ სტილში. საცეკვაო მოძრაობები, რომელიც კარდიო დატვირთვას ქმნიან, ხელს უწყობს სხეულის ფორმის მოდელირებას, განსაკუთრებით - ფეხებს, დუნდულებს, ხელებს და პრესს.
ზუმბას უპირატესობებია:
• მუშაობს მთელი სხეული
• დიდი რაოდენობით კალორიების ხარჯვა 
• წონის კლება
• ფიგურის მოდელირება 
• ვარჯიში დაძაბვის გარეშე ლათინოამერიკული მუსიკის თანხლებით

ზუმბა- ეს ეფექტური მხიარულებაა!