მთავარი » მომსახურება » სტომატოლოგია » 3D კომპიუტერული ტომოგრამა

3D კომპიუტერული ტომოგრამა

ORTHOPHOS XG 3D - სამგანზომილებიანი დენტალური ტომოგრამა
უახლესი სიტყვა სტომატოლოგიაში!

მსოფლიო სტომატოლოგიაში ახალი ერა დადგა! 

კლინიკა „მედის“ ერთერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა - შესაბამისად, კერამიკული რესტავრაციის უნიკალური კომპიუტერული  ტექნოლოგიის CEREC AC-ის შემდგომ, წარმოგიდგენთ ორთოპანტომოგრაფიის უახლეს დიაგნოსტიკურ  აპარატს  ORTHOPHOS XG 3D.

სამგანზომილებიანი დენტალური ტომოგრამა, ბოლო თაობის ტექნოლოგიაა, რომელიც სიახლეს წარმოადგენს არა მხოლოდ ამიერკავკასიისთვის, არამედ ზოგიერთი ევროპული ქვეყნისთვისაც.

ადრე არა მხოლოდ „მედიში“, არამედ სხვა კლინიკებშიც ფუნქციონირებდა პანორამული ტომოგრამები, რომელიც მხოლოდ წინა და  უკანა ხიდს იღებდა.
აღნიშნული აპარატი კი გვაძლევს საშუალებას პაციენტს გადავუღოთ მთლიანი ყბა-სახის, ასევე თავის ქალის სამგანზომილეიანი ანარეკლი.

თანამედროვე სტომატოლოგიურ პრაქტიკაში ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით ისეთ პრობლემებს როგორიცაა:

  1.    ანთება კბილის ფესვების დაბჟენის შემდეგ.
  2.    პირის ღრუს ლორწოვანის ანთება - პარადონტიტი, პარადონტოზი.
  3.    კბილების იმპლანტირების ფართო გავრცელება და უამრავი გართულება, 
         რომელიც გამოწვეულია ექიმების შეცდომებით.

კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება სტომატოლოგიური პრაქტიკიდან, მაგრამ ყველა მათგანი დაკავშირებულია იმასთან, რომ სპეციალისტები პრაქტიკულად „ბრმად“ მუშაობენ. პაციენტის ქსოვილის მდგომარეობის სრული სურათი შესაძლოა დავინახოთ მხოლოდ ჩარევის 3 განზომილებიანი მოდელირებისა და დაგეგმვის დროს. ასე ხდება, როდესაც ვიწყებთ კბილის არხების ფესვის სისტემის დამუშავებას, ის ძალიან განშტოებულია, ყოველი შტო უნდა დავინახოთ, დავამუშავოთ და დავადოთ ბჟენი, პატარა ცდომილებასაც კი შეუძლია გამოიწვიოს ანთება ან კისტა დატოვებული ინფექციის არეში. ორთოპანტომოგრაფიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმპლანტირების და ადამიანის დაკარგული ძვლოვანი ქსოვოლის მოცულობის აღდგენის არეში. სად, რა სიგრძის და დიამეტრის, როგორი დატვირთვა მივცეთ იმოლანტს - ეს შეიძლება დადგინდეს ორთოპანტომოგრაფიის ჩატარების შემდგომ. ამის გარდა, ძალზედ მნიშვნელოვანია იმპლანტირების დროს არ დავაზიანოთ სასიცოცხლო მნიშვნელობის არე -  ჯანმრთელი კბილების ფესვები, ქვედა და ზედა ყბის, თავის ნერვული ქსოვილები.

 

ყოველივე ეს შეიძლება დავინახოთ და მიკრონული სიზუსტით დავგეგმოთ ორთოპანტომოგრაფზე ORTHOPHOS XG 3D SIRONA-ს ფირმის, დამზადებულს სპეციალურად სტომატოლოგიისთვის. ამ აპარატზე სკანირება ხდება სულ რამდინიმე წამში, მიკრონული სიზუსტე საშუალებას გვაძლევს დავინახოთ სტომატოლოგიური სისტემის სტრუქტურის ყველა დეტალები, მხოლოდ სპეციალური სტომატოლოგიური პროგრამები კი გვეხმარება სწორად შევარჩიოთ იმპლანტატი ამ კონკრეტული კლინიკური სიტუაციისთვის და დავგეგმოთ მისი იმპლანტირების ოპერაციის მსვლელობა.  
ეს პროცედურა უსაფრთხოა როგორც ზრდასრულ, ისე პატარა პაციენტებისთვის. 
 
ORTHOPHOS XG 3D მწარმოებელი გერმანული კონპანია SIRONA  გახლავთ მსოფლიო ლიდერი მაღალტექნოლოგიური სტომატოლოგიური აღჭურვილობების წარმოებაში.   SIRONA-ს შეუძლია იამაყოს წარმოებული დანადგარების და შეთავაზებული მომსახურების უზადო ხარისხით, რაც თანხვედრაში მოდის კლინიკა „მედის“ მთავარ მიზანთან: დავაკმაყოფილოთ ჩვენი პაციენტების ყველაზე მკაცრი მოთხოვნებიც კი!

 

 



კლინიკა მედის მომსახურება