კაპები

კბილების გასწორება ბრეკეტების გარეშე 

კაპები  არის გამჭვირვალე, მოსახსნელი საშუალება, რომელიც მოთავსებულია მხოლოდ კბილებზე და პაციენტს მეტყველებაში არ უშლის ხელს. ამასთანავე საკმაოდ ესთეტიურია და ჰიგიენა კარგადაა დაცული (პაციენტს სურვილის მიხედვით, რა დროსაც უნდა შეუძლია მოიხსნას ან გაიკეთოს კაპა)

როგორ ხდება კაპების შერჩევა კლინიკა „მედი“-ში?

მკურნალობის წინ პაციენტს უდა ჩაუტარდეს დიაგნოსტიკური კვლევები (ფოტო, ანაბეჭდები, რენტგენოლოგიური სურათები). ეს აუცილებელია მკურნალობის ზუსტი დაგეგმარებისათვის. ყველა არსებული მონაცემის მიხედვით ექიმი ადგენს მკურნალობის გეგმას, რომელიც თანხმდება პაციენტთან. შემდგომ დგება კაპების (ელაინერების) დამზადების ეტაპი.  კაპა მთლიანად გარს ერტყმის კბილს და პრაქტიკულად შეუმჩნეველია. არსებობს კაპების სისტემა „Clear line”. კლინიკა „მედი“ -ში  ყოველი პაციენტისთვის   ინდივიდუალურად ხდება ამერიკიდან თითოეული კაპის ჩამოტანა.

რამდენი ხანი უნდა ატარო კაპები სასურველი შედეგის მისაღწევად ?

რეზულტატის მისაღწევად აუცილებელია მისი ტარება ყოველდღიურად, 24 საათი, მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ საკვების მიღებისას და კბილების გამოხეხვის დროს. კაპების შეცვლა ხდება ყოველ 2-3 კვირაში, ამასთან ყოველი ახალი კაპა ცვლის კბილების მდგომარეობას. მკურნალობის ხანგრძლივობა გრძელდება რამოდენიმე თვიდან 2 წლამდე, რთულ შემთხვევებში, როდესაც შეუძლებელია ბრეკეტების გარეშე მკურნალობა მიზანშეწონილია კომბინირებული მეთოდი. კაპების გამოყენება ასევე შესაძლებელია რეტენციულ პერიოდშიც.

რა უპირატესობით სარგებლობს კბილების გასწორების  ეს მეთოდი ?

აღნიშნული მეთოდით მკურნალობის უპირატესობა მდგომარეობს მის ესთეტიკაში, ტარების სიმარტივეში, კომფორტულობაში, ჰიგიენის ჩვეულ პროცედურებში დროის ეკონომია (არ საჭიროებს ექიმთან ვიზიტზე დიდი დროს). მკურნალობის,  დროის შესაძლებელია კაპების გამოყენება მათეთრებელი გელის მოსათავსებლად, ერთდროულად შესაძლებელია კბილების გასწორებაც და გათეთრებაც.

ელაინერები ბრეკეტებით მკურნალობის ტრადიციული მეთოდის ესთეთიკური ალტერნატივაა და საშუალებას იძლევა მიაღწიოთ სასურველ რეზულტატს გარშემომყოფებისგან შეუმჩნევლად.