მთავარი » მომსახურება » სტომატოლოგია » ,,Beyond Polus” - კბილების გათეთრება 4-8 ტონით!

,,Beyond Polus” - კბილების გათეთრება 4-8 ტონით!

კბილების გათეთრების ახალი ტექნოლოგია კლინიკა მედიში, რომელიც  ,,Beyond Polus”-ის სახელით არის ცნობილი, მსოფლიოში  აღიარებულია ყველაზე  უსაფრთხო და ეფექტურ კბილის გათეთრების საშუალებად.

,,Beyond Polus”, რომლითაც  3 000 000  პაციენტმა უკვე გაითეთრა კბილები  საშუალებას გაძლევთ გაითეთროთ კბილები 1 საათში, ემალის დაზიანების გარეშე  და შედეგი შეინარჩუნოთ 2 წლის განმავლობაში.

მსოფლიო რეიტინგის ტოპ ათეულში შესული ახალი ტექნოლოგიით - ,,Beyond Polus” კბილების გათეთრება არის უმტკივნეულო, მაქსიმალურად მცირდება კბილების მგრძნობელობა მკურნალობის დროს და მის შემდეგ.

,,Beyond Polus”-ში კომბინირებულია ძლიერი ჰალოგენები  და მსუბუქი გამოსხივების დიოდური სხივი. ინტენსიური სხივი  იფილტრება უმაღლეს დონეზე.

მას აქვს უმაღლესი ხარისხის ფილტრაციის სისტემა. 200 000 ოპტიკური ბოჭკო  ფილტრავს ყველა ულტრაიისფერ და სხვა მავნე სხივებს.

შესაბამისად  ,,Beyond Polus”-ით კბილების გათეთრება არის აბსოლუტურად უსაფრთხო!

 ,,Beyond Polus” -ით კბილების გათეთრება ხელმისაწვდომია ყველა პაციენტისთვის.

მოქმედებს 0% განვადება.

განვადება მტკიცდება კლინიკაშივე, 15 წუთში. სახელფასო ცნობის გარეშე.

ვის შეუძლია გაითეთროს კბილები  ,,Beyond Polus”- ით?
მუქი  კბილების  ემალის გათეთრება ,,Beyond Polus”-ით შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. მკურნალობა აღწევს მაქსიმალურ შედეგს, თუ პაციენტის კბილების ფერის ცვალებადობა გამოწვეულია საკვებით, სასმელით ან თამბაქოს მოხმარებით.


ჭირდება თუ არა წინასწარი მომზადება პროცედურას?
პროცედურის დაწყებამდე სასურველია ჩატარდეს კბილების პროფესიონალური წმენდა


ათეთრებს თუ არა გვირგვინებს და ჩანართებს?
Beyond Polus” ათეთრებს მხოლოდ ბუნებრივ კბილს. ვერ უცვლის ფერს გვირგვინებს და ჩანართებს


რამდენად თეთრდება კბილები პროცედურის შემდეგ?
თუ რამდენი ტონით გათეთრდება კბილები დამოკიდებული კბილის ემალზე და მასზე არსებულ ლაქებზე. ,,Beyond Polus” 4-8 ტონით ათეთრებს კბილების ემალს. 


რამდენხანს გასტანს მიღებული შედეგი?
კბილის ემალის სითეთრის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის კვებაზე და ცხოვრების სტილზე, თუმცა შედეგი აუცილებლად შენარჩუნდება მინიმუმ 2 წელი. პერიოდული კონსულტაცია სტომატოლოგთან სასურველია იმ შემთხვევაში თუ თქვენ ხშირად მოიხმართ ყავას, მუქ საკვებს ან თამბაქოს.


რამდენხანს გრძელდება ,,Beyond Polus”-ით პროცედურა?
პროცედურის ხანგრძლივობა არის 1 საათი.


,,Beyond Polus”-ით კბილების გათეთრების შემდეგ როგორ მოვუაროთ კბილებს რათა დიდხანს შევინარჩუნოთ შედეგი?
მკურნალობის შემდეგ 24 საათის განმავლობაში რეკომენდებულია პაციენტმა მიიღოს მხოლოდ თეთრი საკვები. თავი უნდა აარიდოს თამბაქოს მოხმარებას, ყავის, ჩაის, კოკა-კოლას,წითელი ღვინის და სხვა მუქი ფერის საკვების და სასმელის მიღებას. ასევე თავი უნდა შეიკავოს პაციენტმა ფერად კბილის პასტის მოხმარებისგან.


,,Beyond Polus”-ით მიღებული ლამაზი ღიმილი შეგძენთ უფრო მეტ თავდაჯერებულობას და ხელს შეგიწყობთ როგორც პირადულ ასევე კარიერულ წარმატებაში.

კლინიკა მედის სტომატოლოგთა გუნდი უკვე 20 წელია  ზრუნავს თქვენს ლამაზ და ჯანმრთელ ღიმილზე.

კლინიკა მედიში წარმოდგენილია სტომატოლოგიური პროცედურების სრული სპექტრი.

ჩვენი სტომატოლოგები



კლინიკა მედის მომსახურება