მიკროსკოპი Carl Zeiss

მიკროსკოპი Carl Zeiss Pico - სენსაციური შესაძლებლობები სტომატოლოგიაში. ხარისხი რომელსაც ხედავ და გრნობ!უხილავი დეტალების დანახვა თანამედროვე სტომატოლოგიის წარმარტების საფუძველია! სტომატოლოგიურ მიკროსკოპი  Carl Zeiss-ის საშუალებით შესაძლებელია ისეთი მინიატურული დეტალების დანახვა, რაც შეუძლებელია შეუიარაღებელი თვალით. 


მისი დახმარბით შესაძლებელია მცირე სტრუქტურული დეტალების თვალსაჩინოდ დანახვა რეალურ , ფერად გამოსახულებაზე, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს მკურნალობის შესაძლო გართულებები და შედეგად კბილის დაკარგვა.

აპარატის უპირატესობა:

ვიზუალური კონტროლის ქვეშ სრულდება მკურნალობა მაქსიმალური სიზუსტით და მაღალი ხარისხით.

  • მინუმუმამდეა დაყვანილი კბილის კედლის დაზიანების რისკი,რაც თავისმხრივ იწვევს კბილის დაკარგვას.
  • ხდება არამხოლოდ ძირითადი არხის არამედ მისი განშტოებების ვიზუალიზაცია. სტომატოლოგს ეძლევა საშუალება სრულფასოვნად დაამუშავოს არხი როგორც მექანიკურად, ისე ქიმიურად.

    პაციენტისთვის მაქსიმალურად უსაფრთხოდ ექიმი-სტომატოლოგი ასუფთავებს  და ბჟენს კბილის ძირითად არხს და მისი განშტოებებს ვიზუალური კონტროლის ქვეშ.

    განბჟენის დროს ხდება  ძველი და ინფიცირებული ბჟენის, ჩარჩენილი ინსტრუმენტების აღმოჩენა და მოცილება
  • მიკროსკოპის გადიდების ხარჯზე ვინირების და სხვა მაღალესთეტიური სამუშაოების შესრულება ხდება მაქსიმალური სიზუსტით , რაც განაპირობებს შედეგის დიდი ხნით შენარჩუნებას.

    Carl Zeiss Meditec არის მსოფლიოში ლიდერი გერმანული კომპანია ოპტიკური ხელსაწყოების წარმოებაში , რომელმაც მოიპოვა არაერთი სამეცნიერო აღიარება.

მიკროსკოპის გამოყენებით ექიმ-სტომატოლოგი მწვერვალამდე ხედავს კბილის არხის ყველა განშტოებას. 

24-ჯერ დიდი ოპტიკური გამოსახულება სტომატოლოგს აძლევს საშუალებას კბილის პრობლემური ზონის  და მისი მიმდებარე ტერირორიის ზედაპირი დაათვალიეროს დეტალურად, რაც განაპირობებს მკურნალობის  მაქსიმალურ შედეგს და უმაღლეს ხარისხსს.

სპეციალურად შემუშავებული მიკროსკოპის ოპტიკური გადიდება და განათება ექიმ-სტომატოლოგს აძლევს საშუალებას  დაინახოს არამხოლოდ კბილის ძირითადი არხი, არამედ მისი ყველა განშტოება და საფუძვლიანად დაამუშაოს (ამორეცხოს) ისინი. 

ამ მეთოდით სტომატოლოგი მარტივად ადგენს ფესვის არხის რაოდენობას და მის განშტოებებს, რაც გამორიცხავს სხვადასხვა გართულებების წარმოქმნას, როგორიცაა: კისტა, გრანულომა, პერიოდონტიტი.კბილის განმეორებით მკურნალობის დროს, მიკროსკოპის დახმარებით უკეთ კონტროლირდება არხების სისუფთავე და ძველი ბჟენების მდგომარეობა. 

სტომატოლოგს ოპტიკური გადიდების ხარჯზე აქვს შესაძლებლობა მარტივად დაინახოს ძველი, იმფიცირებული ბჟენები, არხში ჩარჩენილი ინსტრუმენტები, მოაშოროს ისინი და თავიდან აიცილოს კბილის კედლის დაზიანება.  მიკროსკოპის საშუალებით მარტივად ხდება ფესვის ნებისმიერი მონაკვეთის და მთელ სიგრძეზე დათვალიერება, დგინდება თუ როდის უნდა მოხდეს წკირის კონსტრუქციის მოხსნა , არხების გასუფთავება.



კლინიკა მედის მომსახურება