ცერეკი

 

 

კბილების კერამიკული რესტავრაცია უნიკალური კომპიუტერული ტექნოლოგიით – ცერეკი (CEREC)




კლინიკა „მედის“ სტომატოლოგიური განყოფილება სტომატოლოგიის ახალ ერაში შედის!


CEREC AC - ის მთავარი უპირატესობები:

     - მხოლოდ ერთი ვიზიტი
     - ოპტიკური ანაბეჭდი
     - არანაირი მეტალი
     - აბსოლუტური ესთეტიურობა
     - ხანგრძლივად გარანტირებული შედეგი


ცერეკი (CEREC )- იყავი უფრო ახლოს კბილების ბუნებრივ ესთეტიკასთან.
უნიკალური კომპიუტერული ტექნოლოგიის ცერეკ-ის (CEREC ) წყალობით დღესკბილების აღდგენა და პროტეზირება ახალ დონეზე გადავიდა. 
კლინიკა „მედი“ წარმოგიდგენთ  CEREC AC  სისტემას, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას პაციენტის მხოლოდ ერთი ვიზიტის დროს, ყოველგვარი დროებითი პროტეზების გარეშე, შევქმნათ კონსტრუქცია და დავამზადოთ ბიოთავსებადი, ბუნებრივი კბილების სტრუქტურასთან მაქსიმალურად მიახლოებული რესტავრაციები (გვირგვინები, ვინირები, ჩანართები, ხიდისებრი პროტეზები და ა.შ.) მაღალხარისხიანი, უმეტალო, მყარი კერამიკისაგან, შუშის კერამიკასაგან ან ცირკონიუმის ოქსიდისაგან!

CEREC AC  საშუალებით შესაძლებელია 2 საათში აღვადგინოთ ნებისმიერი მოტეხილი ან ჩამოშლილი კბილი. თანაც ვერავინ იფიქრებს, რომ ეს რესტავრირებული კბილია და არა თქვენი საკუთარი. 
ყველაფერი ავტომატიზირებულია, კბილის ტექნიკის სამუშაოს ასრულებს კომპიუტერი იუველირული სიზუსტით. 
ჩვეულებრივი ანაბეჭდის ნაცვლად ექიმი გამოიყენებს დელიკატურ ოპტიკურ ანაბეჭდს. 
სარესტავრაციო არე იფარება სპეციალური ფხვნილით და 3D კამერის მეშვეობით გამოსახულება გამოდის მონიტორზე, ექიმი ამოდელირებს კბილს და მთელი ეს ინფორმაცია გადაეცემა სახარატო დაზგას. 
10 წუთი შემდეგ მზად არის კონსტრუქცია, რომელიც შეესაბამება პაციენტის თანკბილვას, მეზობელი კბილის ფორმას და ეს ყველაფერი კეთდება ანაბეჭდებისა და დროებითი გვირგვინების დამზადების ეტაპების გარეშე. ამდენად გამორიცხულია ის დისკომფორტი, რომელსაც პაციენტი იღებდა მრავლობითი დამატებითი ეტაპების გავლის შედეგად. მიღებული კონსტრუქცია იმდენად ზუსტია, რომ არ საჭიროებს კორექტირებას. 
დროის მოგების გარდა პაციენტი მიიღებს პროტეზირებისა და მიკროპროტეზირების მაღალ ხარისხს და საიმედოობას. რაც შეეხება ფაიფურს, ეს მასალა აბსოლიტურად ჰიპოალერგიული, ბიოინერტულია და დროთა განმავლობასი არ იცვლის ფერს, ხოლო გამძლეობის მხრივ რამოდენიმეჯერ აღემატება ბუნებრივი კბილის ქსოვილს.
წარმოდგენილი ტექნოლოგია უზრუნველყოფს კონსტრუქციასა და კბილის ქსოვილს შორის საზღვრების მაღალ ჰერმეტულობას.  
CEREC 4  წარმოადგენს Know-how-ს არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპაშიც.

 

         

 

       



კლინიკა მედის მომსახურება