მთავარი » მომსახურება » სტომატოლოგია » დენტალური იმპლანტაცია

დენტალური იმპლანტაცია

აქცია! 10% ფასდაკლება 31 იანვრის ჩათვლით დენტალურ იმპლანტაციაზე !

დენტალურ იმპლანტაციას მივმართავთ მაშინ, როდესაც გვაქვს ნაწილობრივი ან სრული ადენტია (კბილების არ არსებობა) და პაციენტს არ სურს მოსახსნელი პროტეზის ტარება. 


ამ მეთოდის უპირატესობაა,  ნაწილობრივი ადენტიის დროს პირის ღრუს დარჩენილი კბილების შენაჩუნება (არ ხდება ამ კბილრბის პრეპარირება და მათი გამოყენება ხელოვნური ხიდების თუ ცალკეული გვირგვინების საყრდენად).

რა საშუალებას იძლევა დენატლური იმპლანტაცია? 
დენტალური იმპლანტაცია შედარებით ახალი დარგია სტომატოლოგიაში. ის საშუალებას აძლევს, პაციენტს თავიდან აიცილოს  დისკომფორტი, რომელიც გამოწვეულია მოსახსნელი პროტეზის ტარებით.



რა ტექნოლოგიით ტარდება ეს პროცედურა ? 

იმპლანტი არის ძვალში მოთავსებული   ხელოვნური გვირგვინის ან ხიდის საფიქსაციოდ უცხო სხეული.
არსებობს იმპლანტაციის ორი მეთოდი: ერთეტაპიანი და ორეტაპიანი.
ერთეტაპიანი იმპლანტაციის დროს, ხდება იმპლანტაცია და დროებითი კბილის ჩასმა ერთდროულად.
ორეტაპიანის დროს პირველად ხდება ძვლისშიდა ნაწილის ჩახრახვნა და ჭრილობის ყრუდ გაკერვა, რამდენიმე თვის (2-6) შემდეგ ძვლის გარეთა ნაწილის. ზოგ შემთხვევაში ყბის ძვალი იმდენად ატროფირებულია, რომ მასში იმპლანტის ჩახრავნა ვერ ხერხდება. ამ შემთხვევაში მივმართავთ ყბის ძვლის მასის ხელოვნურად გაზრდის ოპერაციას (ზედა ყბაზე სინუსლიფტინგს).

რამდენი ხანი გრძელდება ეს პროცედურა ? 
იმპლანტაციის ოპერაცია არ არის ხანგრძლივი. ერთი იმპლანტის ჩასმას სჭიდრება დაახლოებით 15-20 წუთი.ოპერაცია ტარდება ადგილობრივი გაუტკივარებით.

რამდენი  ხანია სარეაბილიტაციო პერიოდი? 
პაციენტი 2-3 დღეში უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.



კლინიკა მედის მომსახურება