დიაგნოსტირება

რა დიაგნოსტიკური აპარატით არის აღჭურვილი კლინიკა მედი“ ?

 

                                              


ესთეტიკური მედიცინის ცენტრი “მედი” აღჭურვილია უახლესი დიაგნოსტიკური აპარატით – ცეფალოსტატით. მისი მეშვეობით ხდება 2 სახის სურათის – ორთოპანტომოგრამის და ტელერენდგენოგრამის გადაღება.

 

ორთოპანტომოგრამა საშუალებას იძლევა, სტომატოლოგმა ერთდროულად დაათვალიეროს და შეაფასოს ზედა და ქვედა ყბის კბილების გვირგვინები, ფესვები და ძვლოვანი ქსოვილი. ამით სტომატოლოგი ახდენს სწორ დიაგნოსტირებას და შემდგომში კომპლექსური მკურნალობის სწორ დაგეგმვას.

ტელერენდგენოგრამა იძლევა ქალა-სახისა და ქალა-ტვინის გამოსახულებას პრიდაპირ და გვერდით პროექციაში, რაც მეტად აქტუალურია ორთოდონტული მკურნალობის დროს.

                                                                


კლინიკა “მედის” სტომატოლოგიური განყოფილება,  ასევე აღჭურვილია კომპიუტერული ვიზიოგრაფით და პირის ღრუს კამერით.


ვიზიოგრაფზე გადაღებიული ცალკეული კბილის სურათი საშუალებას იძლევა, რენდგენოლოგიურად გაკონტროლდეს კბილის მკურნალობის ყველა ეტაპი.

პირის ღრუს კამერის მეშვეობით კი სტომატოლოგი აფიქსირებს მკურნალობის ეტაპებს და ახდენს მის ვიზუალიზაციას პაციენტისთვის – აჩვენებს მას კბილის მდგომარეობის საწყის ეტაპს, მკურნალობის მიმდინარეობას და შედეგს.



კლინიკა მედის მომსახურება