ენდოდონტია

კბილის არხების მკურნალობა – ენდოდონტია
კარიესის არადროული მკურნალობის შედეგად, პროცესი ღრმავდება და ვითარდება ნერვ-სისხლ-ძარღვოვანი კონის ანთება ანუ პულპიტი (კბილის ფესვის ანთება) პულპიტის შემდგომ კი ანთება მოიცავს კბილის ფესვის ირგვლივ ქსოვილსაც და ჩამოყალიბდება პერიოდონტიტი (ფესვის ირგვლივ ძვლოვანი ქსოვილის ანთება).

ენდოდონტიური მკურნალობა გულისხმობს: კბილის არხების გაწმენდას პათოგენური მიკროფლორისგან, მათ მექანიკურ და ქიმიურ დამუშავებას, ჰერმეტულ დაბჟენას. კბილის ფესვის ანთებას თან ახლავს თვითნებითი ღამის ტკივილი.

რატომ არის საჭირო კბილების დროული მკურნალობა?
პროცედურის შედეგად ხდება ანთების გამომწვევი, პათოგენური მიკროფლორის სრული მოსპობა და კბილის არხების ჰერმეტული დაბჟენა, რაც თავის მხრივ იწვევს ანთებითი პროცესის ჩაქრობას და ტკივილის სრულად მოხსნას.


რა ტექანოლოგიას იყენებს კლნიმა  „მედი“ ?
ესთეტიკური მედიცინის ცენტრი „მედი“ პაციენტს სთავაზობს ნოვაციას-კბილის არხების დაბჟენას ცხელი გუდაპერჩით. გუდაპერჩა არის ბიონერტული მასალა, რომელიც გამოიყენება კბილის არხების ჰერმეტულად დასაბჟენად. სპეციალური აპარატის მეშვეობით ხდება გუდაპერჩის გაცხელება კბილის არხში, იგი ხდება თხევადი და მარტივად აღწევს არხის ყველა მიკროგანშტოებაში, იქ სადაც სტომატოლოგიური ინსტრუმენტები ვერ აღწევს.

ეს მეთოდი საშუალებას იძლევა, არხი ჰერმეტულად იყოს დაბჟენილი და გამოირიცხოს კბილის რეინფიცირება. ენდოდონტიური მკურნალობის დროს ხდება კარიესული ქსოვილის მოცილება და არხებში შეღწევა. სტომატოლოგი ადასტურებს არხის სრულ გამავლობას ვიზიოგრაფიული კვლევისა და სპეციალური აპარატის - აპექსლოკატორის მეშვეობით. აფართოვებს არხს მექანიკურად და ქიმიურად ერთჯერადი ენდოდონტიური ინსტრუმენტებისა და სპეციალური აპარატის გამოყენებით.


რამდენი ხანი გრძელდება პროცედურა ?
ენდოდონტიური მკურნალობის დროს პროცედურის ხანგრძლივობა დაახლოებით საათნახევარია.პროცედურა საჭიროებს ადგილობრივ ინექციურ ანესთეზიას. ინექციის წინ ხდება ლორწოვანის გაყუჩება საანესთეზიო გელით.

პაციენტი პროცედურის შემდეგ უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. თანამედროვე ტექნოლოგიები, უახლესი აპარატურა და კლინკა „მედი“-ს ექიმების მაღალი პროფესიონალიზმი საშუალებას იძლევა, შეინარჩუნოთ ყველაზე გართულებული კბილიც კი.


რა გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოიწვიოს ამ პროცედურამ ?
ამ პროცედურის შემდეგ, შესაძლებელია პაციენტს აღენიშნოს დისკომფორტი კბილის კბილზე დაჭერისას 2-3 დღის განმავლობაში, რაც ორგანიზმის ნორმალური რეაქციაა კბილის ახალი შემავასებლის მიმართ.



კლინიკა მედის მომსახურება