მთავარი » მომსახურება » სტომატოლოგია » კარიესის მკურნალობა

კარიესის მკურნალობა

კარიესი არის პროცესი, რომლის დროსაც მიმდინარეობს კბილის მაგარი ქსოვილების დემინერალიზაცია და დარბილება. ამ პროცესს მოგვიანებით მოყვება კარიესის წარმოქმნა ღრუს სახით. 
განასხვავებენ კარიესის რამდენიმე სტადიას სიღრმის მიხედვით :

  • ლაქის სტადია
  • ზედაპირული კარიესი
  • საშუალო კარიესი
  • ღრმა კარიესი

კარიესის მკურნალობა გულისხმობს, კარიესის ღრუს გაწმენდას და შესაბამისად ამ პროცესის შეჩერებას, კარიესული ღრუს შევსებას სხვა და სხვა სახის საბჟენი მასალით.

რა შედეგი აქვს ამ პროცედურას ? 
მკურნალობის შედეგად აღდგება კბილის ქსოვილის მთლიანობა და აღმოიფხვრება კარიესის პროგრესირება.

რა  ტექნოლოგიით ხდება  კარიესის მკურნალობა კლნიკა  „მედი“-ში? 
კარიესის სამკურნალოდ ესთეტიკური მედიცინის ცენტრი „მედი“ იყენებს ბოლო თაობის ნანოტექნოლოგიებით დამზადებულ სხივურად გამყარებად მასალებს (ნანოკომპოზიტებს), რომელიც გამოირჩევა მაღალი ესთეტიკურობით და სიმტკიცით. ფრონტალური ჯგუფის კბილების რესტავრაციისათვის გამოიყენება ჰელიო ბჟენები, რომელთაც ახასიათებს ფერის მდგრადობა და კბილის ქსოვილთა მაქსიმალურად მიახლოვებული სტრუქტურა.

დამუშავებისას კბილი გამოიყოფა პირის ღრუდან, როგორც საოპერაციო ველი და მისი რესტავრირება ხდება მშრალ, სუფთა გარემოში, ტექნოლოგიების სრული დაცვით. პაციენტი კი დაცულია კბილის ნაქლიბის და ანტისეპტიკური ხსნარების მოხვედრისაგან პირის ღრუში. კლინიკა "მედი"–ში მანიპულაციები ტარდება ერთჯერადი ინსტრუმენტარით, ხოლო მრავალჯერადი გამოყენების ინსტრუმენტები გადიან სტერილიზაციის ყველა ეტაპს.

ესთეტიკური მედიცინის ცენტრ "მედი"–ში არსებული დანადგარები აღჭურვილია სპეციალური პროგრამით „ანტიშიცი-ანტიგეპატიტი“.

შეიძლება თუ არა განვითარდეს გართულება ?  
პროცედურას გვერდითი მოვლენები არ გააჩნია.

საჭიროებს თუ არა პროცედურა ანესთეზიას ? 
ღრმა და საშუალო კარიესი საჭიროებს ადგილობრივ ინექციურ ანესთეზიას, ინექციის წინ ხდება ლორწოვანის გაუტკივარება.პაციენტი პროცედურის დასრულებისთანავე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.



კლინიკა მედის მომსახურება