კბილის გათეთრება

კბილის ქსოვილის პროფესიონალური გათეთრება 

ესტეტიკური მედიცინის ცენტრი "მედი" გთავაზობთ კბილის გათეთრების ულტრათანამედროვე მეთოდს - ლაზერულ გათეთრებას.
 

კბილის ქსოვილის პროფესიონალური გათეთრების რა საშუალებასგვთავაზობს კლინიკა „მედი“ ? 
კბილის ქსოვილის ლაზერული გათეთრება – ეს არის კბილის ფერის გაჯანსაღება ლაზერის სხივით და პროფესიონალური მათეთრებელი გელის საშუალებით.
გათეთრების პროცედურისას ლაზერული სხივი ააქტიურებს მათეთრებელ გელს. ის გამოყოფს ჟანგბადის თავისუფალ რადიკალებს, რომელიც ჟანგავს კბილის ქსოვილის პიგმენტს და იწვევს კბილის გათეთრებას.
გათეთრების პროცედურა სრულიად უსაფრთხოა პაციენტის ჯანმრთელობისთვის, რადგან ლაზერის სხივი ფოკუსირებულია მხოლოდ კბილის ზედაპირზე და რბილ ქსოვილთან შეხება ნეგატიურ ზემოქმედებას არ ახდენს.

რამდენად ხანგრძლივია  შედეგი? 
გათეთრების პროცედურის შედეგად კბილის ქსოვილი თეთრდება მინიმუმ 5 ტონით. შედეგი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კბილის ქსოვილის გამჭირვალობაზე. გათეთრების საბოლოო შედეგი მიიღწევა 48 საათის განმავლობაში. ლაზერული გათეთრების შედეგი  ხანგრძლივია. მისი ეფექტი სტომატოლოგის რეკომენდაციის დაცვის შემთხვევაში შენარჩუნდება 2 წლის განმავლობაში.

რამდენი ხანი გრძელდება პროცედურა ? 
ლაზერული გათეთრების პროცედურა მიმდინარეობს 30 წუთის განმავლობაში და სავსებით უსაფრთხო და უმტკივნეულოა. 
                 
რა უნდა გავითვალისწინოთ პროცედურის ჩატარებამდე?
ლაზერით გათეთრების პროცედურა არ ტარდება ფეხმძიმობის და ლაქტაციის პერიოდში. პროცედურის შედეგად თეთრდება მხოლოდ კბილის ქსოვილი, ბჟენები და ორთოპედიული კონსტრუქციები ფერს არ იცვლის.

აქვს თუ  არა  პროცედურას გვერდითი მოვლენები ? 
ლაზერული გათეთრების პროცედურას არ ახლავს მგრძნობელობის მომატება და ჩარევის შემდგომი დისკომფორტი.
ლაზერული გათეთრების პროცედურა არ საჭიროებს ანესთეზიას.



კლინიკა მედის მომსახურება