მთავარი » მომსახურება » სტომატოლოგია » კერამიკული ბრეკეტი

კერამიკული ბრეკეტი

ორთოდონტია - კერამიკული ბრეკეტ სისტემა

ორთოდონტია არის სტომატოლოგიის ნაწილი და შეისწავლის ანომალურ თანკბილვასთან დაკავშირებულ პრობლემებს და ახდენს მათ კორექციას. გარდა ფირფიტებისა, ორთოდონტიაში გამოიყენება ბრეკეტები და კაპები. 


როგორია პროცედურის შედეგი ?
ვერტიბულური ბრეკეტ სისტემით ხდება ყველაზე რთული ანომალების გასწორებაც კი. ლინგვალური ბრეკეტის ფუნქციები უფრო შეზღუდულია და გამოიყენება მარტივი ანომალიების დროს. ორთოდონტიული მკურნალობით მიღწეული სწორი თანკბილვა არის გარანტი ჯანსაღი კბილის ქსოვილისა, პაროდონტისა და საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის არსებობის, რომელიც პაციენტს გაყვება მთელი ცხოვრება.


რა ტექნოლოგიას მიმართავს კლინიკა „მედი“ ?
ორთოდონტიაში გამოიყენება მრავალი ტექნოლოგია, როგორიც არის ტექნიკა სწორი რკალის „რიკეტს“- ტექნიკა, „ეჯვაის“- ტექნიკა, ბიოპროგრესირებადი თერაპია და ა.შ. ყველა პაციენტისთვის ირჩევა ინდივიდუალური მკურნალობა, რაც მიღწეულ შედეგს უფრო სრულყოფილს ხდის.


რამდენად ხანგრძლივია  მკურნალობა?
ორთოდონტიული მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ანომალიის სირთულეზე, იგი იწყება 6 თვიდან და გრძელდება 4 წლამდე.


აქვს თუ არა პროცედურას გვერდითი მოვლენები?
სწორად დაგეგმილ ორთოდონტიულ მკურნალობას უკუჩვენება არ გააჩნია.
პროცედურა პაციენტისთვის უმტკივნეულოა და მისი დასრულებისთანავე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
პროცედურა ანესთეზიას არ საჭიროებს.



კლინიკა მედის მომსახურება