მთავარი » მომსახურება » სტომატოლოგია » ლინგვალური ბრეკეტი

ლინგვალური ბრეკეტი

ლინგვალური ბრეკეტი                   

ლინგვალური ბრეკეტი  წარმოადგენს ბრეკეტების ნაირსახეობას, რომელიც ფიქსირდება კბილებზე ენის მხრიდან. იგი არის შეუმჩნეველი და პაციენტისთვის საკმაოდ კომფორტული. ლინგვალური ბრეკეტებით მკურნალობა ხდება მსუბუქი ანომალიების (თანკბილვის) დროს.

როგორ მაგრდება ბრეკეტი ? 
ბრეკეტის ფიქსაცია აბსოლუტურად უმტკივნეულო პროცესია და არაა დაკავშირებული უსიამოვნო შეგრძნებებთან.

ყველა კბილისათვის არსებობს ინდივიდუალური ბრეკეტი - განსხვავებული ზომისა და ფორმის მიხედვით, ბრეკეტი სპეციალური ბჟენის საშუალებით სათითაოდ მაგრდება კბილის ზედაპირზე, ისე რომ არ ხდება კბილის მინანქრის დამუშავება.

ბრეკეტის რომელ სახეობას გვთავაზობს კლინიკა „მედი“ ?
კლინიკა მედი-ში ბრეკეტების ყველა ნაირსახეობაა წარმოდგენილი :
●  მეტალის
●  კერამიკული
●  ლინგვალური
●  INVISIBLE LINE 

მეტალის  ბრეკეტი :
●  მეტალის ბრეკეტ სისტემას აქვს თანკბილვის გასწორების ყველაზე სწრაფი ეფექტი
●  არის ყველაზე ეფექტური

კერამიკული ბრეკეტ სისტემა :

●  წარმოადგენს ბრეკეტის ნაირსახეობას, რომელიც არის უფერული და შუმჩნეველი
●  აქვს სწრაფი შედეგი 

ლინგვალური ბრეკეტი : 
●  წარმოადგენს ბრეკეტების ნაირსახეობას, რომელიც ფიქსირდება კბილებზე ენის მხრიდან
●  არის შეუმჩნეველი  და პაციენტისთვის კომფორტული
●  ლინგვალური ბრეკეტის ხდება მსუბუქი თანკბილვის დროს 

INVISIBLE LINE :
●  თანკბილვის გასწორების  უხილავი, ულტრათანამედროვე მეთოდი

აქვს თუ არა ორთოდონტიულ მკურნალობას ასაკობრივი შეზღუდვა ?  
ორთოდონტიულ მკურნალობას ასაკობრივი შეზღუდვა აღარ აქვს. სასურველი შედეგის მიღწევა ერთნაირადაა შესაძლებელი როგორც ბავშვთა ასაკში, ასევე - 40 წელს გადაცილებულ პაციენტთა შემთხვევაშიც.  

რამდენად ხანგრძლივია მკურნალობა ?
ბრეკეტ-სისტემებით მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, მერყეობს 6 თვიდან 2 წლამდე. ამ პერიოდში პაციენტს ექიმთან ვიზიტი უწევს თვეში ერთხელ. მკურნალობის ბოლოს, მიღებული შედეგის შესანარჩუნებლად კეთდება რეტეინერი - თხელი ფიქსატორი, რომელიც წინა ექვსი კბილის შიგნითა ზედაპირზე მაგრდება და არ ჩანს.

 

        



კლინიკა მედის მომსახურება