მეტალის ბრეკეტი

ორთოდონტია-მეტალის ბრეკეტ სისტემა                             
ორთოდონტია არის სტომატოლოგიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ანომალურ თანკბილვასთან დაკავშირებულ პრობლემებს და ახდენს მათ კორექციას. გარდა ფირფიტებისა, ორთოდონტიაში გამოიყენება ბრეკეტები და კაპები.


რა შედეგი აქვს ამ პროცედურას ?
ვერტიბულური ბრეკეტ სისტემით ხდება ყველაზე რთული ანომალიების გასწორებაც კი. ლინგვალური ბრეკეტის ფუნქციები უფრო შეზღუდულია და გამოიყენება მარტივი ანომალიების დროს. ორთოდონტიული მკურნალობით მიღწეული სწორი თანკბილვა არის გარანტი ჯანსაღი კბილის ქსოვილისა, პაროდონტისა და საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის არსებობის, რომელი პაციენტს გაყვება მთელი ცხოვრება.


 

 

რა ტექნოლოგიას მიმართავს ორთოდონტიაში  კლინიკა  „მედი“ ? 
ორთოდონტიაში გამოიყენება მრავალი ტექნოლოგია, როგორიც არის ტექნიკა სწორი რკალის „რიკეტს“- ტექნიკა, „ეჯვაის“- ტექნიკა, ბიოპროგრესირებადი თერაპია და ა.შ. ყველა პაციენტისთვის ირჩევა ინდივიდუალური მკურნალობა, რაც მიღწეულ შედეგს უფრო სრულყოფილს ხდის.


რამდენი ხანი გრძელდება მკურნალობა ?
ორთოდონტიული მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ანომალიის სირთულეზე, იგი იწყება 6 თვიდან და გრძელდება 4-5 წლამდე.


აქვს თუ არა მკურნალობას  უკუჩვენება ? 
სწორად დაგეგმილ ორთოდონტიულ მკურნალობას უკუჩვენება არ გააჩნია.

პროცედურა პაციენტისთვის უმტკივნეულოა და მისი დასრულებისთანავე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
პროცედურა არ საჭიროებს ანესთეზიას. 



კლინიკა მედის მომსახურება