ორთოპედია

ორთოპედიული სტომატოლოგია

ორთოპედიული სტომატოლოგია არის სტომატოლოგიის ნაწილი, რომელიც ემსახურება ყბა-კბილთა სისტემის მთლიანობის დარღვევის დიაგნოსტიკას და მკურნალობას. 
ორთოპედიული მკურნალობის შედეგად ხდება კბილთა მწკრივი დეფექტების შევსება, რაც საშუალებას გვაძლევს აღვადგინოთ, როგორც დარღვეული ღეჭვითი ფუნქცია, ასევე ესთეტიკური ეფექტი.

რა კონსტრუქციას იყენებს კლინიკა „მედი“ ორთოპედიული მკურნალობის დროს ? 

ორთოპედიული მკურნალობის დროს ვიყენებთ როგორც მოსახსნელ, ასევე არა მოსახსნელ კონსტრუქციებს. მოსახსნელია - სრული ფირფიტოვანი და ნაწილობრივი ფირფიტოვანი პროტეზები და ბიგელები.  მოუხსნელი - ხიდები და ცალკეული გვირგვინები.

რისგან  მზადდება კონსტრუქციები ?

კონსტრუქცია  მზადდება როგორც მეტალოკერამიკისაგან, ასევე უმეტალოკერამიკისაგან(ცირკონის ოქსიდი, დაპრესილი კერამიკა).

რამდენად ხანგრძლივია მკურნალობა ?

კონსტრუქციებით მკურნალობის დაწყებამდე ხდება ალვეოლური მორჩისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის შესწავლა, რის შემდეგაც ვაკეთებთ ამ მიდამოებში არსებული დეფექტების კორექციას (ალვეოლური მორჩის კორექცია, პირის ღრუს კარიბჭის ჩაღრმავება, იმ კბილების ფესვების ექსტრაქცია, რომლებიც მკურნალობას არ ექვემდებარება).

აქვს თუ არა პროცედურას გვერდითი მოვლენები ?

აბსოლუტური უკუჩვენება ორთოპედიულ მკურნალობას არ გააჩნია.
მკურნალობის დასრულების შემდეგ პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
მკურნალობა ტარდება ადგილობრივი გაუტკივარებით. 



კლინიკა მედის მომსახურება