პაროდონტოლოგია

პაროდონტი არის ქსოვილთა კომპლექსი, რომელიც გარს ეკვრის კბილს. კერძოდ, ღრძილი, ძვალსაზრდელი, ყბის ძვალი და კბილის ირგვლივი იოგი. კბილის ფესვი კი იმყოფება ყბის ძვალში, რომელსაც ალვეოლა ეწოდება.

პერიოდონტი არის მაკავშირებელი იოგი ძვალსა და ალვეოლას შორის. მეცნიერების უმრავლესობა თვლის, რომ პაროდონტის ანთებითი დაავადებების წარმოქმნაში უდიდეს როლს ასრულებს კბილის რბილი და მკვრივი (ე.წ. ქვები) ნადები. პაროდონტოლოგიური დაავადებებიდან ყველზე ხშირად გვხვდება გინგივიტი და პაროდონტიტი.

რა არის პარადონტოლოგიური დაავადებების  ძირითადი გამომწვევი მიზეზი ?

ძირითადი გამომწვევი მიზეზებია:

  • პირის ღრუს არასათანადო  ჰიგიენა
  • კბილის რბილი და მკვრივი ნადების არსებობა
  • მიკროორგანიზმები და მათ მიერ პროდუცირებული ტოქსინები
  • არასწორი თანკბილვა
  • არაბალანსირებული კვება
  • ქრონიკული დაავადებები (დიაბეტი, კუჭ-ნაწლავის დაავადებები და ა.შ.)
  • სტრესი
  • იმუნიტეტის დაქვეითება


რამდენ ხანში ერთხელ  არის საჭირო კბილის წმენდის ჩატარება ?
კბილის რბილი ნადები შედგება მიკროორგანიზმებისგან, რომლის მინიმალური რაოდენობა იწყებს დაგროვებას წმენდის ჩატარებიდან 2-6-საათის შემდეგ. მკვრივი ნადები(ე.წ. ქვები) არის მინერალიზირებული რბილი ნადები. მკვრივი ნადები არღვევს კბილის ირგვლივ იოგს და ვითარდება ფესვზე, რის შედეგადაც იწყება კბილ-ღრძილოვანი ჯიბის წარმოქმნა, შემდეგ კი ძვლოვანი ჯიბის. 


ძვლოვანი ჯიბეების წარმოქმნით კი ვითარდება ისეთი დაავადებები, როგორიცაა გინგივიტი და პაროდონტიტი. რთული ფორმის პაროდონტიტის დროს აღინიშნება კბილების მერყეობა და თუ დროულად არ ვუმკურნალებთ შეიძლება სრულიად ჯანსაღი კბილები დავკარგოთ.
გინგივიტი -  ღრძილის ანთება პაროდონტის მთლიანობის დარღვევის გარეშე.

დაწყებითი სტადია პაროდონტის დაავადებების, როცა ანთებითი პროცესი შემოიფარგლება დვრილების დაზიანებით. ღრძილი და ღრძილის კიდე არის ჰიპერემირებული, სისხლმდენი შეხებისას და წმენდის დროს. შეიძლება გამოვლინდეს მწვავე ფორმით ან მიმდინარეობდეს ქრონიკულად. მწვავე ფორმა ვითარდება ორგანიზმის საერთო ინფექციის ან ინტოქსიკაციის ფონზე, გაზაფხულის ჰიპოვიტამინოზის დროს, ორსულებში, მენსტრუალური ციკლის დარღვევისას და ა.შ.

მწვავე ფორმა რის შედეგად ვითარდება  ქრონიკული გინგივიტი ?
ვითარდება არასრულყოფილი ჰიგიენით და კბილის რბილი და მკვრივი ნადების არსებობით. კლინიკა შეილება გამოხატული არ იყოს, ამიტომ ხშირად პაციენტები ყურადღებას არ აქცევენ, რის შედეგადაც იგი შეიძლება გადაიზარდოს პაროდონტიტში.ჰიპერტროფირებული გინგივიტი – დამახასიათებელია დვრილების ჰიპერტროფია.


გამომწვევი მიზეზები შეილება იყოს ჰორმონალური ბალანსის დარღვევა ორგანიზმში, ორსულობის დროს და გარდამავალ ასაკში. აგრეთვე შეილება იყოს გამოწვეული ადგილობრივად არასრულყოფილი ბჟენებითა და ხელოვნური გვირგვინებით, თანკბილვის ანომალიების შემთხვევაში.

კლინიკურად ჰიპერტროფიის შედეგად შეიძლება კბილის გვირგვინოვანი ნაწილი მთლიანად დაფარული იყოს,  არის წითელი ფერის (ფიზიოლოგიურად ღრძილი ვარდისფერია), შეხებისას მტკივნეული და სისხლმდენი, რის გამოც პაციენტებს უჭირთ წმენდის პროცედურების ჩატარება, რაც იწვევს დიდი რაოდენობით ნადების დაგროვებას და არასასიამოვნო სუნს პირის ღრუდან. ძლიერ ტკივილებს აღნიშნავენ პაციენტები აგრეთვე ცხელი, ცივი, ცხარე საკვების მიღებისას



კლინიკა მედის მომსახურება