მთავარი » მომსახურება » სტომატოლოგია » პროფესიონალური წმენდა

პროფესიონალური წმენდა

 

პირის ღრუს პროფესიონალური წმენდა


პროცედურა გულისხმობს კბილის ქსოვილის გაწმენდას რბილი, პიგმენტირებული და მკვრივი ნადებისგან, ულტრათანამედროვე აპარატურის გამოყენებით.

რატომ არის სასურველი ნადების მოშორება?

 

ნადებისგან გათავისუფლებული კბილის ქსოვილს უბრუნდება ბუნებრივი ფერი, რაც საშუალებას აძლევს სტომატოლოგს, უფრო ზუსტად შეარჩიოს ბჟენისა და კონსტრუქციის ფერი. ამავე დროს გაწმენდის შედეგად მცირდება კბილის მომატებული მგრძნობელობა, ღრძილებიდან სისხლდენა, ქრება პირის ღრუდან არასასიამოვნო სუნი. პროფესიონალური ჰიგიენა კარიესის და ღრძილების დაავადებების საუკეთესო პროფილაქტიკა და არსებული ბჟენების ხანგრძლივობის გარანტიაა.

 

რა აპარატურით  ატარებს კლინიკა „მედი “ პირის ღრუს პროფესიონალურ წმენდას? 

 

კლინიკა "მედი"-ში პირის ღრუს პროფესიონალური წმენდა ორი აპარატის გამოყენებით ხორციელდება:
Piezon Master - ის გამოყენებისას, ულტრაბგერის და ანტისეპტიკური ხსნარის ჭავლის მეშვეობით ხდება კბილის მყარი ნადების (კბილის ქვევით) მოშორება.
Air Flow - გამოყენებისას წნევით მიეწოდება წვრილი ფხვნილი, რომელიც კბილის ძნელად მისადგომ ადგილებს პიგმენტირებული ნადებისაგან წმენდს. აღნიშნული აპარატებით კბილის ქსოვილის გაწმენდა არანაირად არ აზიანებს კბილის მინანქარს.

გაწმენდის შემდეგ ხდება კბილის ზედაპირის პოლირება სპეციალური რეზინებით, ჯაგრისებით და აბრაზიული პასტებით, რაც კბილს უბრუნებს ბუნებრივ თეთრ ფერს. პროცედურა სრულდება რემინერალიზაციური თერაპიით - პტორის შემცველი პრეპარატების აპლიკაციით. ჯანსაღი კბილების შესანარჩუნებლად, ყოველ 4-6 თვეში საჭიროა ჩავიტაროთ პირის ღრუს პროფესიონალური გაწმენდა.

რამდენი ხანი გრძელდება პროცედურა?

 

პროცედურის ხანგრძლივობა შეადგენს 40 წუთს.

 

აქვს თუ არა პროცედურას გვერდითი მოვლენები?


პროცედურას არ გააჩნია გვერდითი მოვლენები. ღრმად განლაგებული ნადების და ქვების მოცილებისას შესაძლებებლია ღრძილების მცირედი გაღიზიანება, რომელიც 1-2 დღეში სრულად აღდგება. პროცედურის დასრულებისთანავე პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. 

 

საჭიროებს თუ არა პროცედურა ანესთეზიას?


პროცედურა არ საჭიროებს ინექციურ ანესთეზიას. ტარდება ზედაპირული ანესთეზია სპეციალური გელის მეშვეობით.



კლინიკა მედის მომსახურება