იტალიაში, ქალაქ მელეგნანოში, დომენიკო მასერონის სასწავლო ცენტრში 24.09.2018 – 27.09.2018 ჩატარდა სემინარი, სადაც განიხილეს ახალი მიღწევები სტომატოლოგიის დარგში, რომელიც ორიენტირებულია ზუსტ და სწრაფ შედეგებზე. მიკროსკოპის ქვეშ კბილების პრეპარირება, პირდაპირი და არაპირდაპირი რესტავრირების შესწავლა და ა.შ.
კლინიკა ,,მედი’’-ს წამყვანი სტომატოლოგები: ნატა ხარატიშვილი და ივლიტა კირვალიდძე მიწვეულნი იყვნენ აღნიშნულ სემინარზე. განხილული ყველა სტომატოლოგიური პროცედურის გაკეთება შეგიძლიათ კლინიკა ,,მედი’’-ში. ენდეთ პროფესიონალებს!