მოგვწერეთ ტელეფონის ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით

×
МЕНЮMENU

გინდა განთავისუფლდე ჭარბოფლიანობისგან?

ჰიპერჰიდროზი – ჭარბოფლიანობა

გამუდმებით ნერვიულობთ საქმიანი შეხვედრის წინ? ხელის ჩამორთმევა ყველაზე უხერხულ მომენტად გექცათ? მუდმივად სველი ხელები კლიმატის მიუხედავად, დალაქავებული სამოსი, სიწითლე სახეზე და კიდევ უამრავი სხვა უხერხული სიმპტომი შესაძლებელია წარუმატებელი დღის მიზეზი აღმოჩნდეს.
დღეს, ამ პრობლემის მოსაგავრებლად, კლინიკა მედიში მხოლოდ ერთი ვიზიტი დაგჭირდებათ.

 

ჰიპერჰიდროზი, დისკომფორტიდან – დაავადებამდე!
ოფლის გამოყოფა თერმოსარეგულაციო მექანიზმია. თერმორეგულაცია ორგანიზმის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც სხეული მუდმივ ტემპერატურას ინარჩუნებს. თუმცა, ოფლის ჭარბად გამოყოფა მსოფლიო მოსახლეობის 3%-თვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.
დაავადების განხილვისას უნდა აღინიშნოს, რომ ორი ტიპის ჰიპერჰიდროზთან შეიძლება გვქონდეს საქმე. გენერალიზებული – ჭარბი ოფლიანობა, რომელიც მთელს სხეულზე აღინიშნება და ლოკალური (პირველადი) – იდიოპათიური, რომელიც სრულიად უმიზეზოდ უვითარდება პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანს.

პირველადი ჰიპერჰიდროზი, წესისამებრ, ვლინდება ბავშვობაში ან სქესობრივი მომწიფების პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ ჰიპერჰიდროზი დაავადებათა საერთაშორისო ნომენკლატურაში შეტანილია კოდით – ICO-R61.(0,1,2), რიგ ქვეყნებში ამ დაავადებას, ჯერ კიდევ, არ გამოყოფენ ცალკე პათოლოგიად. ისეთ ქვეყნებში კი, როგორებიცაა შვედეთი და დიდი ბრიტანეთი ამ დაავადების მკურნალობას სამედიცინო დაზღვევითაც კი ანაზღაურებენ. ჰიპერჰიდროზის საერთაშორისო ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევები კი ცხადყოფენ, რომ ჰიპერჰიდროზი მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 211 410 000 ადამიანს აწუხებს, რაც მსოფლიო მოსახლეობის 3%-ს წარმოადგენს.

 

მკურნალობის რა მეთოდს გვთავზობს კლინიკა მედი?

არსებობს ჰიპერჰიდროზთან ბრძოლის რამდენიმე მეთოდი. კლინიკა მედის დერმატო-კოსმეტოლოგი მიმართავს ფრანგული ბოტულინოტოქსინის მიკროინექციის გზით მკურნალობის მეთოდს, რომელსაც რეკომენდაციას FDA (აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტო) უწევს და რომელიც ყველაზე უსაფრთხო, უმტკივნეულო და სწრაფ მკურნალობის მეთოდად ითვლება.

 

პროცედურის შესახებ:
პროცედურა არაინვაზიურია და კეთდება კლინიკა მედის მაღალკვალიფიციური ექიმების მიერ აპლიკაციური ანესთეზიით. პროცედურა გულისხმობს მიკრო ინექციებს პრობლემურ ზონებში: ხელი, იღლიის ფოსო, ხელისა და ფეხის გულები. მკურნალობა ხდება საოფლე ჯირკვლების ფუნქციის დროებითი შეჩერების ხარჯზე.
პროცედურა კეთდება ერთჯერადად და გრძლედება 30-40 წუთი. დაახლოებით 3-დან 14 დღის განმავლობაში პრეპარატი აღწევს მისი ზემოქმედების მაქსიმალურ ვადას და ეფექტიც ნათლად ჩანს. შედეგი ნარჩუნდება 6-დან 12 თვემდე.

 

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ქალები და მამაკაცები თითქმის თანაბრად მიმართავენ კლინიკა მედის ჰიპერჰიდროზის სამკურნალოდ. კმაყოფილი პაციენტების რიცხვი წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იზრდება, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში. მათი მთავარი ჩივილი მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრების დროს უხერხული შემთხვევებია.
მხოლოდ ერთი ვიზიტი კლინიკა მედიში და არასასურველი შემთხვევებისგან მინიმუმ 6 თვე იქნებით დაცული.

 

 



მსგავსი სტატიები