მოგვწერეთ ტელეფონის ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით

×
МЕНЮMENU

ლაზერული პილინგების სეზონი

კანის დაბერების ბუნებრივი პროცესები, რომლებსაც თან ახლავს მზის სხივების ზემოქმედება და ჰაერის დაბინძურება, კანის სტრუქტურისა და ფუნქციის თანდათანობითი გაუარესების მიზეზი ხდება. შემოდგომა სწორედ ამ პრობლემებთან ბრძოლის სეზონად ითვლება სხვადასხვა პილინგების დახმარებით.

 

თანამედროვე ქალებისთვის პილინგი დიდი ხანია აღარ არის უცხო სიტყვა. მსოფლიოში პილინგი დაბერებული კანის გაახალგაზრდავების ყველაზე გავრცელებულ არაოპერაციულ, კოსმეტოლოგიურ მეთოდად არის აღიარებული.

 

პილინგს ყოფენ ქიმიურ და მექანიკურ ნაირსახეობათა ჯგუფებად. ინგლისურად Peel გაფრცქვნას, აშრევებას , აქერცვლას ნიშნავს, ხოლო პილინგი ანუ ექსფოლაცია კანის ზედაპირიდან მკვდარი, გარქოვანებული, არასიცოცხლისუნარიანი შრეებისა თუ უჯრედების მოცილებას გულისხმობს, რასაც მოსდევს კანის ზედაპირის სწრაფი განახლება. ისტორიული წყაროების მიხედვით ეს მეთოდი ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში იყო ცნობილი. ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად კანის ეფექტური პილინგის საშუალებებიც იცვლება. მსოფლიო ხუთეულში შესული საუკეთესო პილინგებიდან ორი კლინიკა მედიშია წარმოდგენილი.

 

 

ფრაქსელი (FRAXEL) – ეს არის ამერიკული უნიკალური ფრაქციული ლაზერული ტექნოლოგია, რომელიც დროის მინიმალურ პერიოდში აუმჯობესებს სახის სტრუქტურას, ხდის კანს გლუვსა და ერთგვაროვანს, მკვრივსა და ელასტიურს, აფერმკრთალებს და აქრობს პიგმენტულ ლაქებს, ასწორებს წვრილ ნაოჭებს, აქრობს აკნესა და აკნეს შემდგომ ნაწიბურებს, სხეულის შემტხვევაში ძალიან ეფექტურია სტრიების მკურნალობისთვის.

 

ფრაქსელის (FRAXEL) უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის მორგებულია ყველა ასაკის ადამიანისთვის და კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფებში ებრძვის ამ ჯგუფისთვის დამახასიათებელ პრობლემებს:
20 წლის ასაკამდე ებრძვის ახალგაზრდა კანისთვის დამახასიათებელ პრობლემებს –აკნე, ცხიმიანი კანი, აკნეს შემდგომი ჰიპერპიგმენტაციები, ფერიმჭამელები.

 

 

 

20-30 წლის ასაკში აქტუალურია აკნეს შემდგომი ნაწიბურების მოშორება ასევე საოცარ ეფექტს იძლევა ლაზერული პილინგებით სტრიების მკურნალობა.
30-40 წლის ასაკში მკურნალობს და ამცირებს გაჩენილ წვრილ ნაოჭებს აუმჯობესებს კანის ტონუსს და ელასტიურობას, ებრძვის ჰიპერპიგმენტაციას.
40-50 წლის ასაკში პილინგი წარმატებით გამოიყენება დაბერების პროცესის შეჩერების, ასაკობრივი პიგმენტური ლაქების, კანის გაუწყლოების დროს.

 

დოტ ლაზერი (SmartXide DOT) წარმოად

გენს იტალიურ უნიკალურ ლაზერულ ტექნოლოგიას, რომელიც დროის მინიმალურ პერიოდში ცვლის კანის ხარისხობრივ მაჩვენებლებს და აგვარებს არაერთ პრობლემას. პროცედურის დროს ხდება კანის ზედაპირული, არასიცოცხლისუნარიანი, ძველი უჯრედების აქერცვლა (პილინგი). რეგენერაციის ბუნებრივი პროცესის შედეგად ხდება კანის ზედაპირის სწრაფი განახლება და შედეგად ვიღებთ ჯანმრთელ და ახალგაზრდა კანს. პროცედურიდან 7-8 დღის შემდეგ ჩანს კანის განახლებისა და გაახალგაზრდავების შედეგი.

 

დოტ ლაზერით (SmartXide DOT) თერაპიის შედეგად ვიწროვდება და უფერულდება აკნეს შემდგომი ნაწიბურები, ფერმკრთალდება კანზე არსებული პიგმენტური ლაქები, კანი ხდება უფრო ელასტიური, გლუვი და მკვრივი, სადავდება სტრიები და ნაწიბურები, ვიწროვდება და ქრება გაფართოებული ფორები.

 

 

ასე რომ თუ თქვენ გაწუხებთ, მკვეთრად გამოხატული ფორები, აკნეს ან ანთებითი დაავადებების შემდგომი ლაქები, ოპერაციის შემდგომი ნაწიბურები ან სტრიები შეგიძლიათ ეწვიოთ კლინიკა მედის დოტ ლაზერის პროცედურაზე.

 

იმ შემთხვევაში კი თუ თქვენ გაწუხებთ, მომატებული ცხიმიანობა, რელიეფური კანი, პიგმენტაციით ან კაპილარებით გამოწვეული სიჭრელე კვლავ უნდა მიმართოთ კლინიკა მედის, ოღონდ ამ შემთხვევაში ფრაქსელის პროცედურაზე.

 



მსგავსი სტატიები