რატომ მიიჩნევა ალექსანდრიტის ლაზერი ყველაზე უსაფრთხო ეპილაციებს შორის ?
ზაფხულის დადგომა, ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხის, თმის მოცილების წინაშე გვაყენებს. უკვე მრავალი წელია, მსოფლიო ჭარბთმოიანობას სხვადასხვა მეთოდით ებრძვის – თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლაზერული ეპილაციის აპარატები, როგორც ბიოლოგიური, ისე ქიმიური პრეპარატები, ცვილი და ა.შ. თუმცა, მსოფლიო სამედიცინო ექსპერტერბის მიერ ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ თმის მოცილების ერთადერთი უსაფრთხო მეთოდი ალექსანდრიტის ლაზერია. ის რამდენიმე ათწლეულის წინ შეიქმნა და ადამიანის ჯანმრთელობაზე, გრძელვადიან პერსპექტივაში, მხოლოდ ამ აპარატის გავლენის კვლევა გახდა შესაძლებელი. არავინ იცის, რა უარყოფით გავლენას ახდენს ახალი თაობის ლაზერული ეპილაციის სხვადასხვა აპარატი. მიუხედავად ამისა, სანერვიულო არაფერი გვაქვს, რადგან ვიცით რომ უკვე 20 წელია, კლინიკა მედი არასასურველი თმის მოშორების ყველაზე უსაფრთხო და ეფექტურ მეთოდს გვთავაზობს.
სრულიად უსაფრთხო
ალექსანდრიტის მეოთხე თაობის ლაზერს თმაზე ზემოქმედების განსაკუთრებული რეჟიმი აქვს. ლაზერის სხივი ერთდროულად ზემოქმედებს მხოლოდ თმის ფოლეკულებზე, ის არ აზიანებს კანის ზედაპირს და ასევე, არ ეხება კანქვეშა უჯრედებს, რაც თავისთავად ჩვენი უსაფრთხოების გარანტიაა.
ეფექტი
პროცედურის ეფექტურობა დამოკიდებულია კანისა და თმის ტიპზე. სტატისტიკის მიხედვით, შედარებით მუქი ფერის თმის შემთხვევაში, საშუალოდ, 5-10 პროცედურის შემდეგ პაციენტების 90% სამუდამოდ თავისუფლდება არასასურველი თმისაგან. აპარატი გვეხმარება, მოვიშოროთ არასასურველი თმა, დროის მოკლე პერიოდში.
პროცედურის შესახებ
აპარატში დამონტაჟებული უნიკალური გამაგრილებელი სისტემის დამსახურებით, პროცედურა ანესთეზიას არ საჭიროებს. ასევე, გამორიცხავს სხვა გვერდით მოვლენებს. მთავარია, ზუსტად დავიცვათ წესები და გავითვალისწინოთ რჩევები, რომლებსაც მედის მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი კოსმეტოლოგები გვაძლევენ: პროცედურის შემდეგ, 2 საათის განმავლობაში, არ მივიკაროთ წყალი. 2 კვირის განმავლობაში არ არის სასურველი სოლარიუმში გარუჯვა, ხოლო ზაფხულში, მზეზე გასვლისას, 2 კვირის განმავლობაში, გამოვიყენოთ მზისგან დამცავი საშუალება.
უპირატესობები
ალექსანდრიტის ლაზერი საშუალებას გვაძლევს, განსაკუთრებული მოვლის გარეშე, უანესთეზიოდ, პროცედურა ჩავიტაროთ სახის და სხეულის სხვადასხვა ზონაზე: სახე, იღლია, ბიკინი, ხელები, ფეხები. კისერი ზურგი და ა.შ. მეოთხე თაობის აპარატი მომენტალურ შედეგს იძლევა, ის ძალიან სწრაფად და თანაბრად მოქმედებს
შედეგი
პროცედურიდან ერთი კვირის განმავლკობაში, თმის ღერები დაიწყებს ამოსვლას, ყოველგვარი დისკომფორტისა და წვის შეგრძნების გარეშე. მომდევნო ორი კვირის მანძილზე, თმა დაცვენას დაიწყებს. სრული კურსი, 1 თვის ინტერვალის დაცვით, რამდენიმე პროცედურის ჩატარებას მოითხოვს. მკურნალობის შემდეგ, არასასურველი თმისგან სრულად გათავისუფლდებით.