მოგვწერეთ ტელეფონის ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით

×
МЕНЮMENU

ინტიმური პლასტიკა

Услуга
Цены
ექიმები

ინტიმური პლასტიკა
ინტიმური პლასტიკა არის საშოს ქირურგიული პროცედურა, რომლის დროსაც ხდება დეფორმირებული საშოს დაჭიმვა და პირველადი ფორმის დაბრუნება. ასევე მიმდებარე ქსოვილების აღდგენითა და ზედმეტ ქსოვილების მოცილებით ხდება საშოს დიამეტრის შემცირებაც.

შორისი არის საშოსა და ანალურ ხვრელს შორის მდებარე ქსოვილი. შორისის კუნთოვანი სისტემა ქალის ჯანმრთელობისა და ინტიმური ბედნიერების განმსაზღვრელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

 

რამ შეიძლება გამოიწვიოს შორისის კუნთოვანი სისტემის დაზიანება?
შორისის კუნთოვანი სისტემის დაზიანებას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს თუმცა ყველაზე ხშირია მშობიარობის შემდგომი დაზიანებები, რომელიც მშობიარეების 80%-ს აწუხებს. მშობიარობის შემდეგ ხდება შორისის კუნთების ფუნქციის დარღვევა, რის გამოც საშო ფართოვდება. შედეგად ქალს უჩნდება პრობლემები სექსუალური ურთიერთობის დროს. ტრავმული ან დიდი ნაყოფით მშობიარობის დროს ხდება საშოს კედლების დაწევა, რასაც თან ახლავს არა მარტო პრობლემები ინტიმურ ცხოვრებაში, არამედ ტკივილებიც.

 

როგორ ხდება დაზიანებული კუნთოვანი სისტემის მკურნალობა?
გამოსავალი საშოს პლასტიკაშია. არსებობს ორი სახის ტექნოლოგია: ოპერაციული და კონსერვატული (არაოპერაციული).

ოპერაციული ტექნოლოგია გულისხმობს შესაბამის ადგილას ფრთხილი განაკვეთით, ზედმეტი კუნთოვანი ქსოვილის დაჭიმვა ან დამოკლება, ხოლო საშოს შესავლის დიამეტრის დაპატარავება საშოს ლორწოვანი გარსის შემცირებით არის შესაძლებელი.

კონსერვატული (არაოპერაციული) ტექნოლოგია მოიცავს საშოს დავიწროებას ბიოლოგიურად სუფთა შემავსებლების შეყვანით შესაბამის ადგილებში.
არაქირურგიული მეთოდით შესაძლებელია ასევე საშოს გაახალგაზრდავება და ბაგეების გადიდება შემავსებლების, ბიორევიტალიზაციის და მეზოთერაპიის პროცედურების გამოყენებით.

 

როგორია რეაბილიტაციის პერიოდი?
ოპერაციიული მეთოდის შემდეგ, პაციენტმა შეიძლება იგრძნოს დისკომფორტი. დაახლოებით 3- 4 კვირაა საჭირო სრული აღდგენითი პროცესისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს სქესობრივი ურთიერთობისგან, ტამპონის გამოყენებისა და სიმძიმის აწევისგან.

არაოპერაციული მეთოდის შემდეგ კი პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რითმს მეორე დღესვე.

ფასები

ინტიმური პლასტიკა
950 1600 ₾.

სხვა პროცედურები

საერთო დიაგნოსტიკა

ქალბატონებისთვის მეტად მნიშვნელოვანია პროფილაქტიკური შემოწმება და გარკვეული დაავადებების დიაგნოსტირება

ანთებითი დაავადებები

ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები

ვაქცინაცია

სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს შორის ფართოდ არის გავრცელებული სასქესო ორგანოების პაპილომა ვირუსული ინფექცია, რომელიც რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი შედეგებით აისახება.

სიახლის გამოწერა

Задать вопрос

Задать вопрос

Ask a question

Ask a Question

×