მოგვწერეთ ტელეფონის ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით

×
МЕНЮMENU

კიბოსწინარე დაავადებები

მომსახურება
ფასი

კიბოსწონარე დაავადებების მკურნალობა
კლინიკა “მედი”-ში შესაძლებელია საშვილოსნოს ყელის შმდეგი კიბოსწინარე დაავადებების მკურნალობა:

 

ეროზიები – როდესაც არსებული ბრტყელი მრავალშრიანი ეპითელიუმი ამა თუ იმ მიზეზით დისტროფიულ ცვლილებებს განიცდის და ჩამოიფრცქვნება, დაზიანებულ ზედაპირზე ჩნდება დეფექტი.

 

პოლიპეპი – საშვილოსნოს არხის ლორწოვანი გარსის წანაზარდებია. მათი წარმოქმნა დაკავშირებულია როგორც ჰორმონულ, ისე ანთებით ცვლილებებთან. პოლიპი შეიძლება იყოს ერთეული, ან მრავლობითი. ამ დროს, აღინიშნება ლორწოვანის თეთრად შლა, ზოგჯერ ვითარდება კონტაქტური სისხლდენები.

 

პაპილომა – ვითარდება ერთეული ან მრავლობითი წანაზარდები, დიაგნოზის დადგენა ხდება საშოსმხრივი გამოკვლევის საფუძველზე.

 

დისპლაზია –დამახასიათებელია საშვილოსნოს ყელის მფარავი ბრტყელი მრავალშრიანი ეპითელიუმის უჯრედების მომწიფებისა და დიფერენცირების დარღვევა. დისპლაზია ძირითადად ვითარდება ხანგრძლივად არსებული მორეციდივე ფსევდოეროზიის ფონზე, თუმცა შეიძლება განვითარდეს პათოლოგიურად შეუცვლელ საშვილოსნოს ყელზეც. დისპლაზიის კოლპოსკოპიური სურათი ხასიათდება ექტოპიით, ეპიდერმიზაციით და დისკერატოზით.

 

კლინიკა მედიში მკურნალობა ხდება ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით – რადიოტალღური ქირურგიის (რადიოქირურგიული) მეთოდით, აპარატ სურგიტრონ-ის (აშშ) გამოყენებით. აღნიშნული აპარატი უზრუნველყოფს ატრავმატულ კვეთას, ქსოვილების მინიმალურ დაზიანებას, სისხლდენის შემცირებას, ჭრილობის დაჩქარებულ შეხორცებას და, რაც მთავარია, ოპერაციის შემდგომი გართულებებისა და რეციდივის არარსებობას.

 

მკურნალობის რადიოქირურგიული მეთოდის შედეგად საშვილოსნოს ყელში არ ჩნდება ნაწიბური, რის გამოც ამ მეთოდის გამოყენება მიზანშეწონილია როგორც ნამშობიარევი, ასევე არანამშობიარევი ქალებისთვის, ან მათთვის, ვინც კვლავ აპირებს შვილის გაჩენას.

 

რადიოქირურგიულ მკურნალობის უპირატესობები:

  • უსისხლო ოპერაცია სისხლძარღვთა კოაგულაციის ხარჯზე;
  • არ ხდება ქსოვილთა დამწვრობა და დანეკროზება
  • პროცედურა აბსოლუტურად უმტკივნეულოდ მიმდინარეობს, რასაც ხელს უწყობს ქსოვილთა კვეთის სიმსუბუქე
  • მიღებული ქსოვილი გამოდგება მორფოლოგიური კვლევისთვის
  • შემცირებულია ოპერაციის შემდგომი პერიოდი;
  • არ არსებობს ოპერაციის შემდგომი გართულება სისხლდენის სახით
  • ჭრილობა ხორცდება ყოველგვარი ნაწიბურის გარეშე
  • შენარჩუნებულია საშვილოსნოს ყელის არქიტექტონიკა
  • არ არსებობს არანაირი რეციდივი

 

ფასები

საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებების დიაგნოსტიკა ( კოლპასკოპია და პაპტექტი)
100 ₾.

სხვა პროცედურები

საერთო დიაგნოსტიკა

ქალბატონებისთვის მეტად მნიშვნელოვანია პროფილაქტიკური შემოწმება და გარკვეული დაავადებების დიაგნოსტირება

ანთებითი დაავადებები

ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები

ვაქცინაცია

სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს შორის ფართოდ არის გავრცელებული სასქესო ორგანოების პაპილომა ვირუსული ინფექცია, რომელიც რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი შედეგებით აისახება.

სიახლის გამოწერა

Задать вопрос

Задать вопрос

Ask a question

Ask a Question

×

მედი 20 წლის