მოგვწერეთ ტელეფონის ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით

×
МЕНЮMENU

ვაქცინაცია

მომსახურება
ფასი

ვაქცინაცია
ქალებში მეტად გავრცელებული დაავადება საშვილოსნოს ყელის კიბოა, რომლის გამომწვევი მიზეზი ხშირ შემთხვევაში ადამიანის პაპილომავირუსია. კლინიკა მედიში შესაძლებელია პაპილომავირუსის (HPV) საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება.

 

სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს შორის ფართოდ არის გავრცელებული ადამიანის პაპილომავირუსი (HPV), რომელიც 100-ზე მეტი ტიპის არსებობს. მათ შორის ქვეტიპები 6 და 11 გენიტალურ კონდილომებს იწვევს, ხოლო ქვეტიპები – 16,18 უშუალო კავშირშია საშვილოსნოს ყელის კიბოსთან.

 

რა შეიძლება იყოს გამომწვევი ფაქტორები?
სქესობრივი ცხოვრების ნაადრევი დაწყება (12-14 წლის ასაკში), სქესობრივი პარტნიორის ხშირი ცვლა, სამშობიარო გზების ტრავმატიზმი მშობიარობის ან ხელოვნური აბორტისას.

 

რატომ არის სასურველი ვაქცინაცია ?
სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში ბოლო ათწლეულის მანძილზე ინფიცირებულთა რიცხვი 10-ჯერ და მეტად გაიზარდა; HPV-ინფექცია ყველაზე ხშირად გვხვდება 20-30 წლის ასაკობრივ ჯგუფში, ქალთა რეპროდუქციული ფუნქციის აყვავებისა და მაღალი სქესობრივი აქტივობის პერიოდში.

HPV–ს საწინააღმდეგო კვადრივალენტური ვაქცინა წარმოადგენს ვირუსისმაგვარი ნაწილაკების ნარევს, ის უზრუნველყოფს საიმედო დაცვას სულ მცირე 5 წლის მანძილზე; დამტკიცებულია ქალთა 9–26 წლის ასაკობრივ ჯგუფში გამოსაყენებლად, ხოლო რეკომენდებულია აცრების დაწყება 11–12 წლის ასაკიდან. ვაქცინაცია იდეალურია სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე.

 

რა შეიძლება გამოიწვიოს ამ ვირუსმა ?
HPV – ინფექციის დიაგნოსტიკა და მკურნალობა საკმაოდ რთულია. ქალთა 35%-ზე მეტი, რომელთაც არა აქვთ HPV-ინფექციის სიმპტომები, წარმოადგენს HPV-ის მტარებელს და ინფექციის გადაცემის უნებლიე წყაროს; HPV განიხილება, როგორც საშვილოსნოს ყელის ბრტყელუჯრედოვანი კიბოს პათოგენეზის ეტიოლოგიური ფაქტორი. მსოფლიოში ქალთა ავთვისებიან წარმონაქმნთა შორის საშვილოსნოს ყელის კიბო მეორე ადგილზეა ძუძუს კიბოს შემდეგ. კვლევებით დადასტურდა, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოთი დაავადებულ ქალთა 99%-ზე მეტი ამ ვირუსით არის ინფიცირებული.

 

 

ფასები

ვაქცინაცია
30 ₾.

სხვა პროცედურები

საერთო დიაგნოსტიკა

ქალბატონებისთვის მეტად მნიშვნელოვანია პროფილაქტიკური შემოწმება და გარკვეული დაავადებების დიაგნოსტირება

ანთებითი დაავადებები

ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები

კიბოსწინარე დაავადებები

საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებების განკურნება

სიახლის გამოწერა

Задать вопрос

Задать вопрос

Ask a question

Ask a Question

×