კლინიკა მედი გთავაზობთ კანის კომპიურეტულ დიაგნოსტირებას 3 განზომილებაში უახლესი, მე-7 თაობის აპარატით – VISIA. პროგრამა ახდენს კანის ტიპის კლასიფიკაციასა და არსებული პრობლემის განსაზღვრას 100 %-იანი სიზუსტით. პრობლემების განსაზღვრა ხდება როგორც კანის ზედაპირზე, ასევე მის ღრმა ფენებში.
ტექნოლოგიის საშუალებით ხდება სახის კანის დეტალური სკანირება, სადაც ვლინდება კანის საერთო მდგომარეობა და ბიოლოგიური ასაკი. იკვეთება კანქვეშ არსებული პიგმენტური ლაქებისა და ბაქტერიების არსებობა. განისაზღვრება არსებული დეფექტები:
- ლაქები კანის ზედაპირზე
- ნაოჭები
- კანის სტრუქტურა
- ფორები
- ულტრაიისფერი სხივებით გამოწვეული ლაქები
- ყავისფერი ლაქები
- სიწითლე კანზე
სკანირების შედეგად მიღებული მაჩვენებლების მიხედვით ვლინდება თუ რა ტიპის სიბერის ნიშნები იჩენს თავს მომავალში (ნაოჭები, კაპილარები, პიგმენტური ლაქები და ა.შ.) და როგორ არის შესაძლებელი მათი პრევენცია.
კლინიკა მედის ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგის კონსულტაციის შემდეგ დანიშნული სწორი მკურნალობით შესაძლებელია დაბერების პროცესის მნიშვნელოვნად შეჩერება.
პროცედურა (ანალიზი) აბსოლიტურად უმტკივნეულოა და გრძელდება 40 წუთის განმავლობაში.