მოგვწერეთ ტელეფონის ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით

×
МЕНЮMENU

მეზოთერაპია

ვიტამინების კოქტეილი

მომსახურება
ფასი

მეზოთერაპია წარმოადგენს კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილების მკურნალობის მეთოდს ვიტამინების კოქტეილებით. პროცედურის დროს სპეციალური აპარატის მეშვეობით კანში შეჰყავთ კოქტეილი, რომელიც შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს: ვიტამინებს , მინერალებს, ამინომჟავას და ანტიოქსიდანტს. შედეგად უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და ხდება კანის სტრუქტურის აღდგენა.

 

რა არის მანუალური მეზოთერაპია?
მანუალური მეზოთერაპიის დროს ინექციები უწვრილესი ნემსით 1,5-4 მმ სიღრმეზე ყველაზე დელიკატურ ზონებში კეთდება (ქუთუთოები, სახე, კისერი, ხელის მტევანი). კანქვეშ შეყვანილი ნივთიერებები ზემოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე, ნივთიერებათა ცვლის პროცესზე, უჯრედების აღდგენაზე, კოლაგენისა და ელასტინის სინთეზზე. კლინიკა მედიში გამოიყენება მსოფლიო წამყვანი კოსმეტოლოგიური კომპანიების პრეპარატები და კოქტეილები.

 

სხეულის რა ადგილებში კეთდება ეს პროცედურა ?
პროცედურა კეთდება სახის, ყელის, დეკოლტეს, ხელებისა და თავის თმიან არეზე. მეზოეკლატი ეს არის ზედაპირული პილინგისა და მეზოთერაპიის კომბინაცია, რითაც მკვეთრად გამოხატულ გამაახალგაზრდავებელ ეფექტს აღწევენ. პროცედურა იწყება ულტრაბგერითი პილინგით. შედეგად, კანი უფრო მეტად შეღწევადი ხდება ყველა იმ პრეპარატისთვის, რაც პროცედურის მიმდინარეობისას გამოიყენება.

 

რა პრობლემებს აგვარებს მეზოტერაპია?
მეზოთერაპიის რამდენიმე პროცედურით უპრობლემოდ მოიცილებთ წვრილ ნაოჭებს, აღდგება სახის ოვალი, მოიმატებს კანის ელასტიურობა და კანი მიიღებს სასიამოვნო ელფერს. ასევე ძალიან ეფექტურია ცელულიტის სამკურნალოდ.

 

რამდენ ხანში იგრძნობა ეფექტი ?
პროცედურის დასრულებისთანავე კანი ხდება ლამაზი, ხავერდოვანი და ელასტიური. კურსი მოიცავს 8-15 პროცედურას, კვირაში ერთხელ – სახეზე, ორჯერ – სხეულზე. მანიპულაციების რაოდენობა განისაზღვრება კანზე არსებული პრობლემების მიხედვით, პროცედურის ხანგრძლივობა კი საშუალოდ 40 წუთია. პროცედურის დასრულებისთანავე პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რითმს.

 

ფასები

მეზოთერაპია
132 - 184 ₾.

Видео

Video

სხვა პროცედურები

თერმაჟი

ბიოარმირება! ანტიასაკობრივი პროგრამის ყველაზე წარმატებული მეთოდი!

ულთერაპია
მიმიკური ნაოჭები გასწორება
სიახლის გამოწერა

Задать вопрос

Задать вопрос

Ask a question

Ask a Question

×

მედი 20 წლის