მოგვწერეთ ტელეფონის ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით

×
МЕНЮMENU

ბოდი ესთეტიკი

ბოდი ესთეტიკი - სხეულის მაკორექტირებელი ულტრათანამედროვე პროცედურა.

მომსახურება
უკუჩვენება
ფასი
ექიმები

ბოდი ესტეტიკი ეს არის სხეულის მაკორექტირებელი ულტრათანამედროვე პროცედურა, გახდომის ფრანგული კონცეფცია და ცელულიტის მკურნალობის ეფექტური მეთოდი.
მისი საშუალებით შესაძლებელია სხეულის კორექცია, მოდელირება, ცელულიტების მოშორება, სისხლის მიმოქცევის აღდგენა, ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესება.

 

რა შედეგი აქვს პროცედურას?
პაციენტი იკლებს წონაში და საგრძნობლად მცირდება გარშემოწერილობა, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და უმჯობესდება კანის სტრუქტურა, კანი ხდება ელასტიური და გლუვი.
დაბალსიხშირიანი ულტრაბგერის მეშვეობით მკურნალობს ყველანაირ ცელულიტის ფენას.

 

რა ეტაპებისგან შედგება პროცედურა?
პირველ ეტაპზე, აპარატში პაციენტის მონაცემების შეყვანის შედეგად, ხდება დიაგნოსტირება, რომლის საშუალებითაც დგინდება პაციენტის ჭარბი ცხიმისა და წყლის რაოდენობა ორგანიზმში.
შემდეგ, ვაკუუმის საშუალებით იშლება ზედაპირულად განლაგებული კანქვეშა ცხიმი, ულტრაბგერით ხდება უფრო ღრმად მდებარე ცხიმების დაშლა და ლიმფური სისტემის მეშვეობით დაშლილი ცხიმების გამოდევნა ორგანიზმიდან. ხოლო მესამე ეტაპს წარმოადგენს პრესოთერაპია ანუ ლიმფოდრენაჟი.

 

რამდენი კურსია საჭირო სრული ეფექტის მისაღებად?
სრული კურსი მოიცავს 10-15 პროცედურას კავიტაციასთან და მეზოთერაპიასთან ერთად კომბინაციაში. პროცედურა გრძელდება 1,5 საათის განმავლობაში. პროცედურის დასრულებისთანავე პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

უკუჩვენებები

პროცედურას გვერდითი მოვლენები არ ახლავს

ფასები

სხვა პროცედურები

ზელტიკი

ლიპოსაქცია ოპერაციისა და რეაბილიტაციის გარეშე.

მანტისი

წონაში კლების უნიკალური ტექნოლოგია

3 მაქს პლიუსი
სიახლის გამოწერა

Задать вопрос

Задать вопрос

Ask a question

Ask a Question

×