Regenera Activa ეს არის აუტოტრანსპლანტატის თანამედროვე სისტემა, რომელიც წარმოადგენს რეგენერაციული მედიცინის ბოლო მიღწევას. აღნიშნული მეთოდი ეფუძნება კლინიკურ კვლევებს, რომლებიც გულისხმობს წინამორბედი უჯრედების და სხვა კომპონენტების, მათ შორის ღეროვანი უჯრედების, მიღებას გამიზნული მექანიკური პროცესის გზით. REGENERA ACTIVIA შეიქმნა უჯრედების სუსპენზიის მისაღებად, რომელსაც გააჩნია ქსოვილის რეგენერაციის უნარი.
თმის ცვენის უჯრედული თერაპია (Regenera Activa) – ეს გახლავთ ნოვატორული მეთოდი რეგენერატიულ მედიცინაში, ვისაც აწუხებს თმის ცვენა, თმის შეთხელება, სხვადასხვა გენეზის ალოპეცია.
უნიკალური დაპატენტებული სისტემა უზრუნველყოფს გამოვყოთ პაციენტის საკუთარი ქსოვილებისგან ვასკულარულ-სტრომალური უჯრედები, რომლის მეშვეობით ხორციელდება თმის სტრუქტურის აღდგენა – რეგენერაცია.
Regenera Activa -ს მეთოდით მკურნალობა ეფექტურია როგორც კაცებში, ისე ქალებში. ამ მხრივ, ეს მეთოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებისთვის, რომლებიც არ მიმართავენ თმის ტრადიციული გადანერგვის პროცედურებს.
როგორ ხდება REGENERA ACTIVA-ს მეთოდით მკურნალობა?
თმის ცვენის მკურნალობის ახალ მეთოდს, რომელიც ეფუძნება კაპილარების რეგენერაციულ თერაპიას. თმის საფარის რეგენერაციის მიზნით იყენებენ პაციენტის საკუთარი უჯრედების (აუტოლოგიურ) სუსპენზიას.
პროცედურის დროს პაციენტს უნერგავენ საკუთარი სხეულიდან აღებულ უჯრედებს, რაც ხელს უწყობს მკურნალობის ზონაში წინამორბედი უჯრედების რიცხვის ზრდას.
მკურნალობის პირველ ფაზაში ხდება კაპილარების ფართომასშტაბიანი რეგენერაცია.
ბიოფსიის გზით მიღებული პაციენტის ქსოვილის უჯრედები შემდგომში მუშავდება სპეციალური ხსნარით, რომელსაც შემდგომ ინექციით შეუყვანენ პაციენტს.
რა უპირატესობა აქვს REGENERA ACTIVA-ს :
მკურნალობას ესაჭიროება ერთი სეანსი. ის სწრაფი და ეფექტურია
• ტრადიციული ტრანსპლანტაციისგან განსხვავებით, Regenera Activa -ს მეთოდით მკურნალობის დროს პაციენტს არ პარსავენ თმას.
• აღნიშნული მეთოდი საშუალებას აძლევს თმას დაუბრუნდეს თავის ნორმალურ სასიცოცხლო ციკლს.
• თმის სიხშირე და სისქე მატულობს, თმის ცვენის კოეფიციენტი უბრუნდება სტანდარტულ დონეს.
• ეს მეთოდი სტიმულაციას აძლევს ახალი თმის რეგენერაციას.
ვის სჭირდება REGENIRA ACTIVA-ს მეთოდით მკურნალობა?
• პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ თმის ცვენა, მაგრამ არ უნდათ ქირურგიული პროცედურის ჩატარება.
• პაციენტებს, რომლებსაც სურთ ეფექტური შედეგის მიღება უმოკლეს პერიდში.
• პაციენტებს, რომლებსაც არ ესაჭიროებათ მთლიანი თმის ტრანსპლანტაცია, მაგრამ აღენიშნებათ ლოკალური თმის ცვენა.
• პაციენტებს, რომლებსაც სჭირდებათ არსებული თმის გამდიდრება.
• აღნიშნული მეთოდი მისაღებია როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის ასაკის მიუხედავად, ვინაიდან არ საჭიროებს თავის გადაპარსვას.
როგორია პაციენტის სტატუსი პროცედურის შემდეგ ?
პროცედურა გრძელდება 45 წუთი. ის არ მოითხოვს აღდგენის პერიოდს და პაციენტს შეუძლია დაუბრუნდეს თავის ჩვეულ საქმიანობას პროცედურის დასრულებისთანავე.
რა შედეგი აქვს პროცედურას?
თერაპიის შედეგები შესამჩნევი ხდება პროცედურიდან 3-4 თვის შემდეგ. რეალური ვიზუალური ეფექტი გამოჩნდება ოპერაციის ჩატარებიდან 6 თვის განმავლობაში.
გარდა ამისა, აღნიშნული მეთოდი შეიძლება გამოყენებული იქნას თმის ტრანსპლანტაციის პროცესის დროს, საჭიროების შემთხვევაში, რათა დაჩქარდეს აღდგენის პერიოდი. ის მინიმუმამდე ამცირებს შესაძლო გართულებებს და ხელს უწყობს ეფექტიანი შედეგის მიღებას დროის უფრო მოკლე მონაკვეთში.