2015 წლის 8-13 ივნისს მსოფლიოს ექსკლუზიურ ქალაქში-ვანკუვეირში (კანადა) „დერმატოლოგთა საერთაშორისო ლიგის“ პატრონაჟით ჩატარდა რიგით 23-ე „დერმატოლოგთა კონგრესი“, სადაც მსოფლიოს 180 ქვეყნის დერმატოლოგთა ასოციაციებისა და საზოგადოებების რჩეულმა წარმომადგენლებმა მოიყარეს თავი.
ასეთი კონგრესები ყოველთვის გამოირჩევა ამა თუ იმ სფეროს საუკეთესო საზოგადოებისა და უმაღლესი დონის სამედიცინო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულობით. ხოლო აქ განხილული საკითხები ყოველთვის იმსახურებს მსოფლიოს ყურადღებას და შემდგომში აქ წარდგენილი ტექნოლოგიებისა თუ მეთოდოლიების დანერგავზე არის მსოფლიოს წამყვანი ესთეტიკური კლინიკები;მსოფლიო 23-ე კონგრესში საქართველოდან მხოლოდ ერთადერთი წარმომადგენელი, კლინიკა „მედი“-ს კოსმეტოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი ქ-ნი
თინათინ გოგოლაშვილი მონაწილეობდა, აღნიშნული კი კიდევ ერთი დადასტურებაა კლინიკა „მედი“-ს წარმატებული ფუნქციონირების ურყევი ხაზისა:
სისტამატიური, ინტენსიური და უწყვეტი განათლება სამედიცინო პერსონალისა და კლინიკაში არსებული ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიებისათვის;ზოგადად მთელი კონგრესი მიმდინარეობდა ვანკუვერის „კონვეციის აღმ. და დას. ცენტრებში“ და „პან-პასიფიკ ჰოტელში“, ხოლო მისი სრულყოფილი ფუნქციონირება კი აკრედიტირებულ იყო „ამერიკის სამედიცინო საზოგადობის“, „ამერიკის დერმატოლოგიის აკადემიის“, „კანადის ქირურგიის და ექიმთა სამეფო კოლეჯის“ , „ევროპის სამედიცინო საზოგადოების კავშირისა“ და სხვა საერთაშორისო გაერთიანებების მიერ;კლინიკა „მედის“ წარმომადგენელმა ქ-ნმა თინა გოგოლაშვილმა კონგრესზე წარადგინა კლინიკაში შემუშავებული „სტრიების მკურნალობის თერაპიული დერმატოლოგიური მეთოდი“ , რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა, როგორც ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ამ სერიოზული პრობლემის განკურნების საქმეში;