მოგვწერეთ ტელეფონის ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით

×
МЕНЮMENU

ესთეტიკური მედიცინის II საერთაშორისო კონგრესი

28-29 მაისს, სასტუმრო რედისონში ჩატარდა ესთეტიკური მედიცინის მე-2 საერთაშორისო კონგრესი. კონგრესს ესწრებოდნენ იტალიიდან და ისრაელიდან მოწვეული სტუმრები. იტალიიდან – კომპანია “Mantis Italia”-ს პრეზიდენტი ივან რონკალდი, კოსმეტოლოგი ვალენტინა რევერბერი . ისრაელიდან კი – კომპანია “Syneron Medical”-ის კლინიკური დირექტორი ტალ ნახლიევი.

 

   

 

კონგრესის I დღე მიეძღვნა იტალიური ბრენდის – Mantis Italia-ს ცელულიტის სამკურნალო ინოვაციურ ტექნოლოგიას- Mantis MR991. თეორიული მასალა წაიკითხა ბ-ნ ივან რონკალდიმ, ხოლო პრაქტიკული დემონსტრირება რეალურ პაციენტებზე წარმოგვიდგინა ვალენტინა რევერბერმა .ტექნოლოგიის ინოვაციურობა გამოიხატება შემდეგში: ლოკალურად ცხიმოვანი ქსოვილის მოყინვით (კრიოლიპოლიზი) კომბინაციაში ჩართულია ელექტომაგნიტური ველიც , რის შედეგადაც ვიღებთ სხეულის კორექციის მაქსიმალურ ეფექტს.

 

ამავე დღეს , კლინიკა „მედი“-ს ექიმმა-დერმატოლოგებმა ეკატერინე წერეთელმა და მაკა ქარდავამ, იქ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს უკვე კლინიკა „მედი“-ში დანერგილი პროცედურები: სისხლძარღვების კუაგულაცია და გაახალგაზრდავება ოპერაციის გარეშე.

 

Vbeam Perfecta – ყველაზე პროგრესული და უსაფრთხო ლაზერი სისხლძარღვოვანი პათოლოგიების სამკურნალოდ. რომელცას არ ახასიათებს გართულებები, პურპურისა და ნაწიბურები. Vbeam pervecta ოქროს სტანდარტადაა აღიარებული. მიკროიმპულსური ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ სისხლძარღვის ეფექტური კოაგულაცია,კანის ზედაპირის ნაკლებად გახურების ხარჯზე,შესაბამისად თავიდან ავიცილოთ კანის პიგმენტაცია.ამ ტექნოლოგიის უპირატესობა არის ის, რომ კაპილარის დასხივების დროს ლაზერის გამოსხივება უწყვეტად კი არ ხდება კაპილარზე იმპულსის გენერაციის პერიოდში ,არამედ იმპულსურად პაკეტებად.

 

Thermage – ჰოლივუდის ვარსვლავების საყვარელი პროცედურა – 10 წლით გაახალგაზრდავება ოპერაციის გარეშე . რადიოსიხშირის ზემოქმედებით ხდება დოზირებული ტემპერატურული ზემოქმედება კოლაგენის ბოჭკოებზე. პროცედურიდან 1 საათში ვიღებთ შედეგს . თერმაჟის პროცედურა ტარდება როგორც სახის მიდამოებში , ასევე სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე.

 

II დღეს ებრაელ ქირურგმა – ტალ ნახლაევმა წარმოადგინა უახლესი ლაზერული ტექნოლოგიები :

VelaShape II – ცელულიტის მკურნალობა და სხეულის კორექცია . მისი მკურნალობის მეთოდი ეფუძნება ულტრაბგერით-ვაკუუმო თერაპიას. ასევე რადიოსიხშირის ტალღებით და ინფრაწითელი სხივებით ხდება პრობლემური უბნების მკურნალობა
ELOS , Diod Laser +RF – ჰიპერტრიქოზის , აკნეს, სისხლძარღვოვანი დეფექტების მკურნალობა. ისაუბრა მათ განმასხვავებელ თვისებებზე. ELOS – მეთოდით ხდება როგორც ჭარბი თმის მოცილება , ისე გამაახალგაზრდავებელი პროცედურები. Diod Laser – ვებრძვით ჰიპერტრიქოზს , პროცედურა კეთდება გარუჯულ კანზეც.
YAG ლაზერი – სისხლძარღვოვანი პათოლოგიების მკურნალობა, რომლის ალტერნატივაა VBeam Perfecta
GentleLase Pro -ჰიპერტრიქოზის მკურნალობის ლაზერის ახალი მოდიფიკაცია. პროცედურის დროს გამოიყენება 24mm. საცვი , რაც განაპირობებს კიდევ უფრო მეტ ეფექტს. ლაზერული სხივი ღრმად აღწევს თმის ფოლიკულში და ხდება მისი საბოლოო გაქრობა.

 

 

29 მაისს პრაქტიკული ტრენინგები ჩატარდა კლინიკა „მედი“-შიც. სადაც ყველა თანამშრომელს მიეცა საშუალება უკეთ გაცნობოდა უახლესი ტექნოლოგიების მუშაობის პრინციპებსა და შედეგებს. რომელიც წარმოგვიდგინა ჩვენმა უცხოელმა სტუმრებმა.

მასტერკლასზე წარმოდგენილი იყო ცელულიტის მკურნალობა იტალიური ბრენდის – Mantis MR991- ის მაგალითზე. ტრეინინგს ატარებდა იტალიური კომპანია – Mantis Italia-ს წარმომადგენლები ივან რონკალდი და ვალენტინა რევერბერი.

მოგვწერეთ