მოგვწერეთ ტელეფონის ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით

×
МЕНЮMENU

ლიპოსაქცია

სხეულის კორექცია

პროცედურა
უკუჩვენება
რეაბილიტაცია
ფასი

ლიპოსაქცია ცხიმოვანი ქსოვილის მოშორების ქირურგიული მეთოდია, რომელიც იძლევა სხეულის კორექციის შესაძლებლობას კანის დაზიანების გარეშე.

ცხიმოვანი ქსოვილის განლაგება განისაზღვრება გენეტიკური წინასწარი განწყობითა და სქესით. მისი მოცულობა შეიძლება შეიცვალოს სხეულის წონის შემცირებასთან ერთად. ცხიმოვანი ქსოვილი ორგვარია: ფუნქციონალური და სარეზერვო.

ფუნქციონალური კანქვეშა ქსოვილი სხეულის ზედაპირზე თანაბრად ნაწილდება და სწორედ ის საზღვრავს ქალისა და მამკაცისათვის დამახასიათებელ სხეულის ფორმას. გახდომისას მას აქვს სწრაფად შემცირების უნარი.

სარეზერვო ცხიმოვანი ქსოვილი კი წარმოადგენს უფრო ღრმად განლაგებულ ცხიმოვან გროვებს, რომლებიც სხეულის განსაზღვრულ მიდამოში არსებითად აუარესებს სხეულის მოხაზულობას (კონტურს). მსგავსი გროვები მცირედ რეაგირებენ გახდომაზე, რადგან სწორედ მათგან ხდება ყველაზე ბოლოს ცხიმოვანი ქსოვილის განლევა.

 

სხეულის კონტურის გაუმჯობესების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ლიპოსაქციაა. ლიპოსაქციის საშუალებით შესაძლებელია სწრაფად და ეფექტურად ჭარბი ცხიმის მოშორება სასურველ უბნებში. იმ ადგილებში სადაც გაკეთებულია ლიპოსაქცია, წონის მომატების შემთხვევაშიც კი ნაკლებად გროვდება ცხიმი.

ლიპოსაქციის პროცედურის გაკეთება შესაძლებელია შემდეგ ზონებზე:

  • ყელი
  • მხრები
  • მუცელი
  • თეძოები
  • ზურგი
  • ბარძაყები
  • მუხლები
  • წვივები

 

ლიპოსაქციის ტექნოლოგია
ლიპოსაქცია შესაძლებელია ჩატარდეს როგორც უახლესი ულტრაბგერითი, ასევე ვაკუუმური აპარატების საშუალებით. კომბინირებული მკურნალობა კი საუკეთესო შედეგს იძლევა.

ულტრაბგერითი ლიპოსაქციის შემთხვევაში, გამოიყენება ულტრაბგერითი ზონდი, რომელიც შლის ცხიმს, აქცევს ემულსიად და შემდეგ ვაკუუმის დახმარებით გამოიწოვება. აღნიშნული მეთოდის გამოიყენებისას სტიმულირდება კანის შემჭიდროვება, და შედეგად კანი სხეულიდან გამოსული ცხიმის რაოდენობის ადეკვატურად იკუმშება.

ვაკუუმური ლიპოსაქციის შემთხვევაში კი სპეციალური ხსნარის საშუალებით ხდება ცხიმოვანი ქსოვილის დამუშავება, რომელიც მცირე განაკვეთებიდან ვაკუუმის საშუალებით გამოდის ორგანიზმიდან.

 

ოპერაციის ხანგრძლივობა
ოპერაციის ხანგრძლივობას განსაზღვრავს სამუშაო ზედაპირის მოცულობა.
(საშუალოდ 1,5-3 სთ).
ოპერაცია შესაძლებელია ჩატარდეს როგორც ზოგადი, ასევე ადგილობრივი გაუტკივარებით.

 

ლიპოსაქციის შემდეგ 3-4 კვირაში, რეკომენდირებულია ჩაიტაროთ კანის გამკვრივების 3 მაქს პლიუსისა და მანტისის კომპლექსური პროცედურები, რომელიც დაგეხმარებათ როგორ რეაბილიტაციაში ასევე ოპერაციის შედეგის შენარჩუნებაში.

 

 

უკუჩვენებები

ოპერაცია არა არის მიზანშეწონილი შაქრიანი დიაბეტის, სისხლის შემადედებელი სისტემის დაავადებების, მძიმე ფორმის სომატური (ფილტვების, მუცლის ღრუს ორგანოების და სხვა) დაავადებების დროს.

ოპერაციის შემდგომ დროებით გართულებებს მიეკუთვნება: ოპერირებულ ზონებში ქსოვილების სილურჯე და შეშუპება, ქსოვილების გამკვრივება, მგრძნობელობის დროებითი დაქვეითება და საერთო სისუსტე. ოპერაციიდან 2-5 კვირია საჭიროა კომპრესიული ბანდაჟის ტარება.

ფასები

ლიპოსაქცია
400 - 700 ₾.

Видео

Video

სხვა პროცედურები

რინოპლასტიკა

ცხვირის ფორმისა და ზომის კორექცია

მკერდის დაპატარავება

მკერდის ფორმისა და მოცულობის კორექცია

მუცლის პლასტიკა
სიახლის გამოწერა

Задать вопрос

Задать вопрос

Ask a question

Ask a Question

×