მკერდის დაპატარავება
რედუქციული მამოპლასტიკა არის პლასტიკური ოპერაცია, რომლის საშუალებითაც ხდება მკერდის ფორმისა და მოცულობის კორექცია მისი დაშვებისა და დიდი ზომის გამო.
ძირითადად მკერდის გადიდებას ესთეტიური დატვირთვა აქვს, ხოლო დაპატარავება შესაძლოა აუცილებლობას წარმოადგენდეს.
დიდი ზომის მკერდი ქალბატონებისთვის მრავალი უსიამოვნების მომტანია. ხშირია კანის გაღიზიანება, ოფლიანობა, წელისა და კისრის ტკივილი, ძილის დროს სუნთქვის გაძნელება. ყოველივე ამისაგან თავის დაღწევა კი მხოლოდ ოპერაციული გზითაა შესაძლებელი.
ოპერაციის შედეგად ხდება ზედმეტი კანის, ცხიმოვანი და ჯირკვლოვანი ქსოვილის მოცილება, რაც მნიშვნელოვან შვებას წარმოადგენს პაციენტისთვის. ამასთან არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ლამაზი ფორმა რომელსაც მკერდი ოპერაციის შემდეგ იღებს.
რა დისკომფორტი ახლავს დიდ მკერდს?
- კანის ხშირი გაღიზიანება
- ოფლიანობა
- წელისა და კისრის ტკივილი
- ძილის დროს სუნთქვის გაძნელება
როგორ კეთდება პროცედურა?
ოპერაციისას ხდება ზედმეტი კანის, ცხიმოვანი და ჯირკვლოვანი ქსოვილის მოცილება, განაკვეთები კეთდება არეოლას (დვრილის) ირგვლივ, ვერტიკალურად ქვევით და ზოგიერთ შემთხვევაში მკერდქვეშა ხაზზე ე.წ. ამობრუნებული T. ამ განაკვეთებიდან ხდება მკერდის მოდელირება მაქსიმალურად მისაღები შედეგის მისაღწევად. ოპერაცია კეთდება ზოგადი ანესთეზიით.
გვერდითი მოვლენები:
მკერდის ოპერაციის შემდგომ პერიოდში აღინიშნება შეშუპება და ზოგიერთ შემთხვევაში სისხლჩაქცევები, რომლებიც თავისთავად გაივლის, გამორიცხული არ არის გარკვეული ასიმეტრია.
დაახლოებით 50% შემთხვევაში შეუძლებელია ძუძუთი კვება.
რეაბილიტაცია
პაციენტი 1 დღე-ღამის განმავლობაში რჩება კლინიკაში. დრენაჟების ამოღება ხდება 1-4 დღის შემდეგ.
სამსახურში დაბრუნება შესაძლებელია 1-2 კვირის შემდეგ. ნაკერები იხსნება 10-14 დღის შემდეგ.
1-1,5 თვის განმავლობაში აუცილებელია სპეციალური კომპრესიული ბიუსჰალტერის ტარება. ავტომობილის ტარება 1-2 თვის განმავლობაში არ არის რეკომენდებული , 2-3 თვე კი შეზღუდულია მძიმე ფიზიკური დატვიტთვა.