მკერდის გადიდება
მკერდის გადიდების ოპერაციისას, სხვადასხვა ფორმისა თუ ზომის ენდოპროთეზების საშუალებით შესაძლებელია არა მარტო მკერდის ზომის გაზრდა, არამედ მისი ფორმის კორექციაც. მცირედ დაშვებული მკერდის შემთხვევაში საკმარისია იმპლანტის გამოყენება და მკერდი კვლავ აიწევს. ასევე ასიმეტრიის შემთხვევაში შესაძლებელია სხვადასხვა ზომის იმპლანტების შერჩევით განსხვავების გამოსწორება.
როგორი იმპლანტები გამოიყენება ოპერაციისას?
ოპერაციისას გამოიყენება მხოლოდ საუკეთესო ხარისხის ევროპული და ამერიკული, ბოლო თაობის, მაღალხარისხიანი პროთეზები, რომლებსაც აქვთ სპეციალური სამშრიანი გარსი და ხაოიანი ზედაპირი, რაც გამორიცხავს ტრავმასთან დაკავშირებულ ყოველგვარ რისკს ან გელის გამოჟონვას. იმპლანტები შესაძლოა იყოს მრგვალი და ანატომიური (წვეთის ფორმის). ენდოპროთეზის ფორმა და მოცულობა შეირჩევა ექიმის მიერ პაციენტის სურვილის გათვალისწინებით 3 განზომილებაში.
როგორ კეთდება მკერდის გადიდების ოპერაცია?
ენდოპროთეზებით მკერდის გადიდებისათვის კეთდება მცირე ზომის 4-5 სმ განაკვეთები მკერდის ქვეშ ან არეოლის ქვედა კიდეზე. იმპლანტი ორგანიზმის თავისებურებებიდან გამომდინარე შესაძლოა მოთავსდეს სარძევე ჯირკვლის ან მკერდის დიდი კუნთის ქვეშ. მკერდის გადიდების ოპერაცია ტარდება მხოლოდ ზოგადი ანესთეზიის პირობებში. ოპერაციის ხანგრძლივობა საშუალოდ 1-1,5 საათია.
როგორია ოპერაცისს შემდგომი პერიოდი ?
პაციენტი ერთი დღე-ღამის განმავლობაში რჩება კლინიკაში. 1-1,5 თვის განმავლობაში აუცილებელია სპეციალური კომპრესიული ბიუსჰალტერის ტარება. 3-4 თვე პაციენტისათვის შეზღუდულია მძიმე ფიზიკური დატვირთვა.
რეკომენდაცია:
ოპერაცია სასურველია ჩატარდეს ძუძუთი კვების დამთავრებიდან მინიმუმ 6 თვის შემდეგ.