მოგვწერეთ ტელეფონის ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით

×
МЕНЮMENU

ნაწიბურების კორექცია

პროცედურა
ფასები

ნაწიბური შესაძლებელია განვითარდეს კანის მექანიკური დაზიანების შედეგად (ოპერაცია, სხვადასხვა სახის ტრავმა, აკნეს და სხვა სახის გამონაყრის შემდგომ, დამწვრობის, დახურული ტრავმის და ა .შ). რიგ შემთხვევებში რეგენერაციის პროცესი სასურველი შედეგით არ სრულდება და შეხორცების ადგილას რჩება უხეში ნაწიბური.

 

რა ტიპის ნაწიბურები არსებობს ?
1. ნორმოტროფიული (ფიზიოლოგიური), რომელიც კანის ზედაპირიდან არ არის ამოწეული, იგი ნორმალური შეხორცებითი პროცესის შედეგია.
2. ჰიპერტროფული, რომელიც ამოწეულია კანის ზედაპირიდან.
3. ატროფული, რომელიც ჯანმრთელი კანის ზედაპირამდე ვერ აღწევს. სწორედ ატროფიული ნაწიბურის სახეობაა ყველასათვის კარგად ნაცნობი – „სტრიები“.
4. კელოიდური ნაწიბური, რომლის ჩამოყალიბებაც იწყება შეხორცებიდან 3-4 თვის შემდეგ.

ნაწიბურების მოცილების მეთოდები:
ოპერაციული მკურნალობის რამდენიმე მეთოდი არსებობს. რომელიც ინდივიდუალურად შეირჩევა თითოეული პაციენტისთვის.

  • მცირე ზომის ნაწიბურები შესაძლებელია ამოვკვეთის შემდეგ გაიკეროს.
  • დიდი ზომის ნაწიბურების შემთხვევაში შესაძლებელია კანის გადანერგვა ან როტაციული,შემობრუნებული კანის უბნით ნაწიბურის დაფარვა.
  • დიდი ზომის ნაწიბურების შემთხვევაში, შესაძლებელია ასევე მის მახლობლად სპეციალური მოწყობილობის, ექსპანდერის, საშუალებით კანის დაჭიმვა. შემდგომში კი უკვე გაზრდილი ფართის კანის გამოყენება ნაწიბურის დასაფარად. ასევე აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი მეთოდი არ საჭიროებს კანის დამატებით განაკვეთებს.

ოპერაციის ხანგრძლივობა
ნაწიბურების კორექციის ოპერაციის ხანგრძლივობა არჩეული მეთოდიდან და ნაწიბურის ზომიდან გამომდინარე 30 წუთიდან 3 საათამდე გრძელდება. ნაწიბურების ოპერაციის ჩატარება შესაძლებელია როგორც ადგილობრივი, ასევე ზოგადი ანესთეზიის პირობებში.

რეაბილიტაცია
პაციენტი ეწერება კლინიკიდან 24 საათის განმავლობაში. სარეაბილიტაციო პერიოდი დამოკიდებულია ნაწიბურის ზომასა და მის მდებარეობაზე.

 

 

ფასები

ნაწიბურების კორექცია
200 - 1500 ₾.

სხვა პროცედურები

რინოპლასტიკა

ცხვირის ფორმისა და ზომის კორექცია

მკერდის დაპატარავება

მკერდის ფორმისა და მოცულობის კორექცია

მუცლის პლასტიკა
სიახლის გამოწერა

Задать вопрос

Задать вопрос

Ask a question

Ask a Question

×