ყურის პლასტიკა
ოტოპლასტიკა (ყურის პლასტიკა) არის ყურის ნიჟარის ფორმისა და ზომის მაკორექტირებელი ოპერაცია, რომელიც იძლევა, ყურის ფორმის შეცვლის საშუალებას.
ასევე კეთდება ნიჟარების პლასტიკა: ყურის ნიჟარის „დგომის“ გასწორება, ნიჟარის შემცირება, ბიბილოს კორექცია.
რა ასაკიდან შეიძლება გაკეთდეს ეს ოპერაცია?
ყურის პლასტიკის ოპერაცია შესაძლებელია ჩატარდეს 16 წლის ასაკიდან.
ოტოპლასტიკა ითვალისწინებს შემდეგი სახის ოპერაციებს:
● გამოწეული ყურების კორექცია
● ყურის ნიჟარის დეფორმაციისა და ზომის კორექცია
● ყურის ბიბილოს ზომისა და ფორმის კორექცია
● ყურის ბიბილოსა და ნიჟარის არარსებობის შემთხვევაში მათი შექმნა.
მეთოდი
გამოწეული ყურების შემთხვევაში განაკვეთი ყურის უკანაა, ამიტომ ნაწიბური არასოდეს ჩანს. ოპერაციის შემდეგ კი ყური ბუნებრივად გამოიყურება.
გოპერაციის ხანგრძლივობა
ყურის პლასტიკის ოპერაციის ხანგრძლივობას ჩატარებული სამუშაოს მოცულობა განსაზღვრავს და დაახლოვებით 1 საათი გრძელდება.
გვერდითი მოვლენები:
ყურის პლასტიკა ოპერაციის შემდგომ დღეებში შეიძლება აღინიშნოს ყურების შეშუპება, პატარა სიხლჩაქცევები, რომელიც თავისთავად გაივლის. ნაკერები გაწოვადია.
რამდენი ხანი გრძლდება სარეაბილიტაციო პერიოდი ?
პაციენტი ყურის პლასტიკის ოპერაციის შემდგომ იმავე დღეს ეწერება კლინიკიდან. ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება 2 დღეში. მეორე დღიდან შესაძლებელია “აბადოკის„ ტარება, რომელიც 2 კვირის განმავლობაშია სატარებელი, შემდგომ კიდევ 2 კვირა მხოლოდ ღამით.
ყურის პლასტიკის ოპერაცია (ოტოპლასტიკა) შესაძლებელია ჩატარდეს როგორც ზოგადი, ასევე ადგილობრივი გაუტკივარებით.