მოგვწერეთ ტელეფონის ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით

×
МЕНЮMENU

ქუთუთოების პლასტიკა

ბლეფაროპლასტიკა

პროცედურა
ფასი
შედეგები

ბლეფაროპლასტიკა ზედა და ქვედა ქუთუთოს პლასტიკური ოპერაციაა. იგი გამოიყენება ქუთუთოზე ზედმეტი კანისა და ცხიმოვანი ქსოვილის მოსაშორებლად და თვალის ფორმის შესაცვლელად. ბლეფაროპლასტიკა შეიძლება ჩატარდეს როგორც ზედა, ასევე ქვედა ქუთუთოზე .

 

ბლეფაროპლასტიკა უზრუნველყოფს:

  • ქუთუთოზე ზედმეტი კანის მოშორებას
  • ქვედა ქუთუთოზე ე.წ. “ტომრების” მოცილებას
  • თვალის ჭრილის ირგვლივი კუნთის გამაგრებას
  •  წარბებისა და თვალის გარეთა კუთხეების აწევას
  • თვალის ჭრილის შეცვლას.

 

შედეგი
ნაწიბური ოპერაციის შემდეგ შეუმჩნეველი რჩება.
ზედა ქუთუთოს კორექციის დროს ნაწიბური ბუნებრივ ნაოჭში რჩება.  ქვედა ქუთუთოს კორექციის შემთხვევაში განაკვეთი წამწამების ხაზის პარალელურად მიემართება.

ორივე შემთხვევაში ნაწიბური პრაქტიკულად შეუმჩნეველია. ოპერაციის შედეგად ხდება როგორც ზედმეტი კანის, ასევე ცხიმოვანი “თიაქრების” მოშორებაც. ბლეფაროპლასტიკასთან ერთად ხშირად კეთდება სახის დაჭიმვა და წარბების აწევაც.

 

ოპერაციის ხანგრძლივობა
ქუთუთოების ოპერაციის ხანგრძლივობას, განსაზღვრავს ჩატარებული სამუშაოს მოცულობა და დაახლოვებით 0,5-2 საათი გრძელდება.
ოპერაცია შესაძლებელია ჩატარდეს როგორც ზოგადი, ასევე ადგილობრივი გაუტკივარების ქვეშ.

რეაბილიტაცია
პაციენტი ოპერაციის შემდგომ შესაძლოა იმავე დღეს დაბრუნდეს სახლში. ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება 2-5 დღეში. სილურჯე ქუთუთოებზე შესაძლოა დარჩეს 2-3 კვირის განმავლობაში.

ოპერაციის შემდგომ დღეებში აღინიშნება ქუთუთოების შეშუპება, სიხლჩაქცევები, რომელიც თავისთავად გაივლის. ნაკერები იხსნება 4-5 დღის შემდეგ. მძიმე ფიზიკური დატვირთვა 2-4 კვირითაა შეზღუდული.

 

 

ფასები

 

 

ზედა ქუთუთო
1900 ₾.
ქვედა ქუთუთო
1900 ₾.
ზედა და ქვედა ქუთუთო
3800 ₾.

შედეგები

სხვა პროცედურები

რინოპლასტიკა

ცხვირის ფორმისა და ზომის კორექცია

მკერდის დაპატარავება

მკერდის ფორმისა და მოცულობის კორექცია

მუცლის პლასტიკა
სიახლის გამოწერა

Задать вопрос

Задать вопрос

Ask a question

Ask a Question

×