მოგვწერეთ ტელეფონის ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით

×
МЕНЮMENU

რინოპლასტიკა

ცხვირის ოპერაცია

პროცედურა
ფასი
ექიმები
შედეგები

რინოპლასტიკის ახალი მეთოდი – ულტრაბგერითმა პიეზოტომიამ გახადა ცხვირის ოპერაცია ნაკლებად ტრამვული და შეამცირა სარეაბილიტაციო პერიოდი.

რინოპლასტიკა (ცხვირის პლასტიკა) არის ოპერაცია, რომლის მიზანს ცხვირის ფორმისა და ზომის კორექცია წარმოადგენს. რინოპლასტიკა აერთიანებს ორ მიმართულებას – ესთეტიკურს (გარეგან დეფორმაციათა კორექცია) და რეკონსტრუქციულს (ნორმალური სუნთქვის უზრუნველსაყოფად შინაგან სტრქტურათა აღდგენა).

 

 

 

როგორ ხდება სასურველი ფორმის შერჩევა?
ოპერაციის წინა პერიოდში ყველა პაციენტს უტარდება კომპიუტერული მოდელირება, რაც უზრუნველყოფს ცხვირის ფორმის შერჩევას 3 განზომილებაში. მოდელირება აღნიშნული მეთოდით კეთდება მხოლოდ კლინიკა მედიში, რაც ეხმარება როგორც პაციენტს ასევე ქირურგს საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებაში.

 

რა მეთოდით კეთდება ოპერაცია?
კლინიკა მედიში რინოპლასტიკა კეთდება ულტრაბგერითი პიეზოტომიის (ნაკლებტრამვული) მეთოდით- რაც თავისთავად ამცირებს სარეაბილიტაციო პერიოდს.

 

რა სახის ცხვირის ოპერაციებს გვთავაზობს კლინიკა „მედი “ ?

  •  ცხვირის დეფორმაციისა და ასიმეტრიის კორექცია
  • კეხის მოცილება
  • ცხვირის წვერის ფორმის კორექცია: აწევა, დაწევა, შევიწროება
  • ცხვირის ფრთების ფორმისა და ზომის კორექცია
  • ნესტოების ფორმისა და ზომის კორექცია
  • პოსტტრავმული ან პოსტოპერაციული, დეფორმაციის კორექცია

რამდენი ხანი გრძელდება ოპერაცია?
რინოპლასტიკის ოპერაციის ხანგრძლივობა არჩეული მეთოდიდან და ოპერაციის სირთულიდან გამომდინარე 30 წუთიდან 3 საათამდე გრძელდება.
ცხვირის პლასტიკის ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზიის პირობებში. მსუბუქ შემთხვევებში შესაძლებელია ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენებაც.

 

პოსტოპერაციული პერიოდი
ცხვირის პლასტიკის
ოპერაციის შემდგომ პერიოდში ნაკლებად აღინიშნება ცხვირისა და მიმდებარე ქსოვილების შეშუპება, ასევე ზოგიერთ შემთხვევაში სისხლჩაქცევები ქუთუთოებზე, რომლებიც თავისთავად გაივლის 1-2 კვირის განმავლობაში. ცხვირის ფორმა დროთა განმავლობაში უმჯობესდება და 1–2 თვის შემდეგ საკმაოდ დახვეწილია, ხოლო საბოლოო შედეგების შეფასება ხდება ოპერაციიდან 1 წლის შემდეგ, როდესაც ცხვირის ფორმირება დასრულებულია და მას მიღებული აქვს საბოლოო სრულყოფილი ფორმა.

 

რეაბილიტაცია
პაციენტი ეწერება კლინიკიდან 1 დღის შემდეგ. გარე ფიქსატორი საჭიროა 5-7 დღის განმავლობაში მუდმივად, შემდგომ ღამის განმავლობაში 1 თვე. ტამპონების ნაცვლად გამოიყენება სილიკონის არტშნები სასუნთქი მილებით, როლითაც პაციენტებს ოპერაციის შემდგომ პერიოდში შეუძლიათ სუნქვა. მათი ამოღება კი პრაქტიკულად უმტკივნეულოა. სამსახურში დაბრუნება შესაძლებელია 1 კვირის შემდეგ. ნაკერები იხსნება 5-7 დღის შემდეგ. 1 თვე კი შეზღუდულია მძიმე ფიზიკური დატვირთვა.

ფასები

ცხვირის პლასტიკა - რინოპლასტიკა
2200 - 4200 ₾.

შედეგები

Видео

Video

სხვა პროცედურები

მკერდის დაპატარავება

მკერდის ფორმისა და მოცულობის კორექცია

მუცლის პლასტიკა
ლიპოსაქცია

სხეულის კორექცია

სიახლის გამოწერა

Задать вопрос

Задать вопрос

Ask a question

Ask a Question

×