კონტურული ლიპოსკულპტურა (ლიპოფილინგი) ეს არის საკუთარი ცხიმოვანი უჯრედების გადანერგვა იმ მიდამოებში, სადაც აღინიშნება მათი ნაკლებობა. ის ეფექტურია, სახის სხვადასხვა მიდამოს მოცულობის მოსამატებლად, როგორიცაა, ყვრიმალები, ნიკაპი, ასევე ნაოჭებისა და ნაკეცების ამოსავსებად. ცხიმოვან კონგლომერატებს იღებენ სპეციალური კანულების მეშვეობით. პრობლემური ზონებიდან (დუნდულები, მუცელი, თეძო), ამუშავებენ სპეციალური მეთოდით და შეჰყავთ კანქვეშ, წინასწარ განსაზღვრულ ადგილას. სხეულის ფორმის კორექციისთვის გამოიყენება მხოლოდ საკუთარი ცხიმოვანი უჯრედები, რომლებიც მიღებულია პრობლემური ზონებიდან ლიპოასპირაციით.
შედეგი
ლიპოფილინგის საშუალებით შესაძლებელია ორმაგი ეფექტის მიღება, გარკვეული, ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილის შემცველი უბნების ზომის შემცირება და შედარებით ჩავარდნილი უბნების შევსება. მაგალითად დუნდულების ან მუცლის დაპატარავება და მკერდის ან ტუჩის გადიდება, ცხვირ-ტუჩის ნაოჭის შევსება. ეს ყველაფერი კი მაქსიმუმ 0,5 სმ–იანი განაკვეთით. ოპერაცია შეიძლება გაკეთდეს როგორც ადგილობრივი, ასევე ზოგადი ანესთეზიით.
ლიპოფილინგი გამოიყენება:
- ჩავარდნილი ლოყების, ქუთუთოების, პატარა ნიკაპის, ნაკლებად გამოკვეთილი ყვრიმალების კორექციისთვის
- ღრმა ნაოჭების (ცხვირ-ტუჩის ნაოჭის, წარბებსშორისი ნაოჭის) გასასწორებლად.
- ხელის მტევნების კომპლექსური გაახალგაზრდავების დროს
- წვივებისა და დუნდულების ფორმის შეცვლისა და გადიდებისთვის
- მკერდის ფორმის კორექციისთვის
- არასწორად წარმოებული ლიპოსაქციის შედეგად კანის რელიეფის დეფორმაციის შესავსებად.
ვისთვის არ არის რეკომენდირებული ლიპოფილინგი ?
ოპერაცია რეკომენდებული არ არის შაქრიანი დიაბეტის, სისხლის შემადედებელი სისტემის დაავადებების, მძიმე ფორმის სომატური(ფილტვების, მუცლის ღრუს ორგანოების და სხვა) დაავადებების დროს.
პოსტოპერაციული პერიოდი
პაციენტი, ოპერაციის შემდგომ, შესაძლოა იმავე დღეს დაბრუნდეს სახლში, ხოლო ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება 2-5 დღეში.