მოგვწერეთ ტელეფონის ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით

×
МЕНЮMENU

მუცლის პლასტიკა

აბდომინოპლასტიკა

პროცედურა
ფასი
ექიმები

აბდომინოპლასტიკა (მუცლის პლასტიკა) არის ოპერაცია, რომლის მიზანია, მუცლის არეში ზედმეტი კანის მოშორება.

მუცლის პლასტიკა შესაძლოა იყოს სრული და მინი.

სრული აბდომინოპლასტიკის შემთვევაში მთლიანად ხდება ჭიპიდან ბოქვენამდე კანის მოცილება. განაკვეთი გაივლის “ბიკინის” ზოლზე, მუცლის პლასტიკის ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზიის პირობებში.
მინი აბდომინოპლასტიკისას განაკვეთი შედარებით მცირე ზომისაა, ამ შემთხვევაში ხდება მხოლოდ მუცლის ქვედა ნაწილის კორექცია ჭიპამდე. მინი ოპერაციის შემთხვევაში შესაძლებელია ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენება.
მუცლის პლასტიკის ოპერაციის ხანგრძლივობა არჩეული მეთოდიდან გამომდინარე დაახლოებით 1-3 საათი გრძელდება.

 

პოსტოპერაციული პერიოდი
პაციენტი კლინიკიდან ეწერება 2-5 დღის შემდგომ. სამსახურში დაბრუნება შესაძლებელია 1-2 კვირის შემდეგ. ნაკერების მოხსნა ხდება 10-14 დღის შემდეგ. ოპერაციის შემდგომ პერიოდში მუცლის არეში აღინიშნება კანის მგრძნობელობის მოშლა, შეშუპება, რაც თანდათან გაივლის. 1 თვის განმავლობაში აუცილებელია სპეციალური ბანდაჟის ტარება. ავტომობილის ტარება 2-4 კვირის განმავლობაში რეკომენდებული არა არის, 2-3 თვე კი შეზღუდულია მძიმე ფიზიკური დატვიტთვა.

 

ვის შეუძლია გაიკეთოს მუცლის პლასტიკა?
ოპერაცია შეიძლება გაიკეთოს ყველამ, ვისაც აღენიშნება მუცლის კანის დაკიდება (ე.წ წინსაფარი) რაც ხშირად მშობიარობის შემდგომ, წონის მატებისას, ან წონის მკვეთრი დაკლებისას ვითარდება. ვისაც აღენიშნება მუცლის კუნთოვანი სისტემის მთლიანობის დარღვევა (მუცლის სწორ კუნთთა დიასტაზი), რაც გამოიხატება მუცლის გამობერვაში, წელის ტკივილსა და წოლისას წამოწევის გაძნელებაში. ასევე ამ ოპერაციას იკეთებენ ისინი ვინც სპორტული ცხოვრების და დიეტის მიმდევრები არიან და მიუხედავად ამისა ვერ უმკლავდებიან ცხიმოვან წარმონაქმნებს.

ფასები

მუცლის პლასტიკა - აბდომინოპლასტიკა
3650 - 5900 ₾.

სხვა პროცედურები

ლიპოსაქცია

სხეულის კორექცია

კონტურული ლიპოსკულპტურა-ლიპოფილინგი

სხეულის ფორმის კორექცია

ნაწიბურების კორექცია
სიახლის გამოწერა

Задать вопрос

Задать вопрос

Ask a question

Ask a Question

×