სექტემბრის აქციები მედიში:
25%-მდე ფასდაკლებები და საჩუქრები!
პროცედურა გულისხმობს კბილის ქსოვილის რბილი, პიგმენტირებული და მკვრივი ნადების მოშორებას ულტრათანამედროვე აპარატურის გამოყენებით.
რატომ არის სასურველი ნადების მოშორება?
წმენდის შედეგად კბილის ქსოვილს უბრუნდება ბუნებრივი ფერი. მცირდება ღრძილებიდან სისხლდენა, ქრება პირის ღრუდან არასასიამოვნო სუნი. გარდა ამისა, პროფესიონალური ჰიგიენა კარიესის, ღრძილების დაავადებების საუკეთესო პროფილაქტიკა და არსებული ბჟენების ხანგრძლივობის გარანტიაა.
რა ეტაპებისგან შედგება აპროფესიონალური წმენდა?
პროფესიონალური წმენდა ორი აპარატის Piezon Master-ის და Air Flow-ს გამოყენებით ხორციელდება.
პროცედურის პირველ ეტაპზე ულტრაბგერის და ანტისეპტიკური ხსნარის ჭავლის მეშვეობით შორდება კბილს მყარი ნადები, ხოლო ძნელად მისადგომ ადგილებში წნევით მიწოდებული სპეციალური ფხვნილით კბილები იწმინდება პიგმენრტირებული ნადებისაგან.
შემდეგ ეტაპზე ხდება კბილის ზედაპირის პოლირება სპეციალური რეზინებით, ჯაგრისებითა და აბრაზიული პასტებით.
პროცედურა სრულდება რემინერალიზაციური თერაპიით – ფტორის შემცველი პრეპარატების აპლიკაციით.