მეზოთერაპიული გზით თხევადი პლაზმა შეიყვანება კანქვეშ, გელისებრი პლაზმით ხდება სახისა და დეკოლტეზე ნაოჭების ამოვსება, ტარდება ბიოარმირების პროცედურა: ხოლო თხევადი პლაზმა კეთდება, როგორც სახეზე ასევე თავის თმის ნაწილზეც.
მთლიანი პროცედურა საშუალოდ გრძელდება 45 წუთი, გამეორება ხდება 3-ჯერ, ინტერვალი პროცედურებს შორის 4-6 კვირაა.
- პლაზმოთერაპიის უპირატესობა:
- ნაოჭების შევსების შესაძლებლობა და ბიოარმირების ჩატარება თრომბოციტებით მდიდარი აუტოგელით;
- პროცედურის ჩატარებიდან 3 კვირაში უკვე ჩანს შედეგი;
- კანი ხდება უფრო გაჯერებული საკვები ნივთიერებებით და უმჯობესდება მისი სტრუქტურა;
- კოლაგენის გამომუშავება გრძელდება 3 თვის მანძილზე, ჩატარებული პროცედურის ეფექტი ძლიერდება დროთა განმავლობაში და პლაზმოთერაპიის შედეგი უფრო ხილული ხდება;
- არ იძლევა ალერგიას, ეს არის ჩვენი ორგანიზმის ფიზიოლოგიური პროდუქტი.
- პლაზმოთერაპიის ჩვენება:
- მოდუნებული, მოშვებული კანი.
- ნაოჭები თვალის ირგვლივ.
- შავი რგოლები თვალების ირგვლივ.
- გამოხატული ცხვირ ტუჩის ნაოჭი.
- სახის წაშლილი ოვალი.
- კანის ელასტიურობის დაკარგვა ყელზე, დეკოლტე და სხეულის სხვა ნაწილებზე, მათ შორის : მუხლები, ბარძაყები, ხელები, მუცელი.
- პლაზმოთერაპიის ძირითადი ჩვენება არის ახალგაზრდობის შენარჩუნება.
- რეგენერაცია
- აღდგენა
- გაახალგაზრდავება