მოგვწერეთ ტელეფონის ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით

×
МЕНЮMENU

3-დან 8 მარტის ჩათვლით დამატებით საჩუქარი

ლამაზი, ახალგაზრდა, მბზინვარე და ჯანსაღი კანის შენარჩუნება ყველა ქალბატონის  სურვილია.

როლერი თავის მოვლის ყოველდღიურ რუტინაში თამამად შეგიძლიათ  ჩართოთ. როლერის გამოყენებით კანის დამუშავების ტექნიკა ახალი სულაც არ არის. ის მრავალ საუკუნეს ითვლის. თუმცა დღეისათვის ხელსაწყო და გამოყენების მეთოდი დაიხვეწა და უკვე სრულყოფილი სახე მიიღო.

როლერს თავსა და ბოლოზე ნატურალური ქვის პატარა და დიდი გორგოლაჭები აქვს დამაგრებული. დიდი ლოყების, შუბლისა და ყელისთვის არის განკუთვნილი, პატარა კი – თვალების გარშემო მიდამოსთვის, ცხვირისა და ნიკაპისთვის.

კანის სტიმულაცია,  ლიმფოდრენაჟი, სისხლის მიმოქცევის, კანის ელასტიურობის  და სტრუქტურის გაუმჯობესება, წვრილი ნაოჭების გასადავება – ეს როლერის გამოყენებით მიღებული შედეგებია.

როლერის გამოყენების წესები:

  1. როლერის გამოყენებამდე კანი უნდა იყოს იდეალურად სუფთა, დაიტანეთ მასზე დამატენიანებელი კრემი, შრატი ან ზეთი, რომელიც ქვის მასაჟორის დახმარებით  უკეთ შეიწოვება და  ღრმა ფენებამდე აღწევს.
  2. მასაჟორი კანზე ნაზად უნდა გადაიტაროთ, ძლიერმა ზეწოლამ შესაძლოა კანის გაღიზიანება და სიწითლე გამოიწვიოს.
  3. როლერი ამოძრავეთ მხოლოდ ერთი მიმართულებით
  4. დაიწყეთ მასაჟი გულმკერდის და კისრის ზონიდან. გადაატარეთ როლერის ფართო თავი წინამხრიდან თავის ბოლომდე, შემდეგ გადაიტანეთ კისრის ცენტრში ( მოერიდეთ ფარისებრ ჯირკვალს) . დაიცავით სქემაზე მოცემული მიმართულება.
  5. ნიკაპის ცენტრიდან მოძრაობთ  ყურის წერტილისკენ. დაიდეთ როლერი ტუჩსა და ნიკაპს შორის და ნელა აგორავეთ ქვედა ყბის გასწვრივ ყურისკენ.
  6. გადაიტარეთ როლერი ცხვირ-ტუჩის ნაკეცზე, ამოძრავეთ ყვრიმალების მიმართულებით , შემდეგ  ამოძრავებთ ქვევით.
  7. თვალების ქვეშ კანის  დასამუშავებლად გამოიყენეთ როლერის პატარა თავი . ამოძრავეთ  მასაჟორი თვალების ირგვლივ  ცენტრიდან-გარეთ პრინციპის მიხედვით . მსუბუქი მასაჟი და გრილი ქვა ამცირებს შეშუპებასა და სიშავეს თვალების ირგვლივ.
  8. შუბლზე როლერი ამოძრავეთ ჯერ ვერტიკალურად, წარბიდან თმისკენ, მერე – ჰორიზონტალურად, შუა ხაზიდან საფეთქლისკენ.

როგორ მოვუაროთ მასაჟორს?

პროცედურის შემდეგ, როლერზე რჩება  ზედმეტი კოსმეტიკა და კანის ზედაპირზე არსებული ჭუჭყი. სწორედ ამიტომ ყოველი გამოყენების შემდეგ როლერი კარგად უნდა გაირეცხოს წყლით  ან გაიწმინდოს რბილი მიკროფიბერის ქსოვილით.

არ გამოიყენოთ ქიმიური საწმენდები ან სპირტი, რადგან ამან შეიძლება დააზიანოს ქვა. გაწმინდეთ თქვენი როლერი ყოველი გამოყენების წინ, რათა თავიდან აიცილოთ მტვრის ნაწილაკების მოხვედრა თქვენს კანზე.

როლერი უნდა ინახებოდეს დაბალ ტემპერატურაზე, მაგალითად, მაცივარში.

 

 

დარეგისტრირდით აქციის პროცედურაზე