მოგვწერეთ ტელეფონის ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით

×
МЕНЮMENU

აკვა აერობიკა

კომპლექსური ვარჯიშები წყალში

მომსახურება
ფასები
ექიმები

აკვა აერობიკა

კლინიკა მედი გთავაზობთ აკვა აერობიკას, რომელიც წარმოადგენს კომპლექსურ ვარჯიშებს წყალში მუსიკის თანხლებითა და ქორეოგრაფიული შესრულებით. სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშისგან განსხვავებით, აკვა აერობიკაზე ნაკლები ძალისხმევითა და ორჯერ მეტი დატვირთვით ხდება სხეულის კორექცია, ცხიმისა და ცელულიტის წვა და კანის გამკვრივება. განურჩევლად ასაკისა და სქესისა, ასევე ჯანმთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემებისა, აკვა აერობიკა სასარგებლო და ეფექტური ვარჯიშების კომპლექსია: ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და არეგულირებს არტერიულ წნევას. ძალიან ეფექტურია მათთვის, ვისაც აწუხებს ვარიკოზული ვენები.

აკვა აერობიკა საუკეთესოა მათთვის, ვისაც სურს ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე ზედმეტი ცხიმის მოშორება და კუნთების გამკვრივება და ეს ყველაფერი ყველაზე სასიამოვნო აკვა პროცედურებით.

 

გარდა აკვა აერობიკისა, კლინიკა მედის სპა ცენტრი გთავაზობთ:

  • წყლის ტრენაჯორებს
  • ჯაკუზს
  • ინფრა წითელ საუნას
  • ფინურ საუნას
  • ხელოვნურ მზეს (ჰელიოთერაპია)

აღნიშნული პროცედურები შესაძლებელია ჩაიტაროს ყველამ აკვა აერობისკის შემდეგ უფასოდ.

 

წყლის ტრენაჟორები
წყლის ტრენაჟორებს აქვს შარკოს ტიპის ეფექტი, რომელიც ადვილად ებრძვის დაგროვებულ და გამკვრივებულ ცხიმს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ასევე ახდენს მსუბუქ მასაჟირებას სხეულის ცალკეულ ადგილებზე. მასაჟორი „ჩანჩქერი“ ახდენს ხერხემლის, კისრის მალების და ბეჭების მასაჟს. ხსნის დაღლილობას.

 

ჯაკუზი
ჯაკუზი მარტივი და ეფექტური საშუალებაა სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად , სტრესის და დაღლილობის მოსახსნელად. ჯაკუზში ყოფნის დროს ფართოვდება სისხლძარღვები და შედეგად იზრდება სისხლის გამტარობა.

 

ინფრა წითელი და ფინური საუნა
საუნა აუმჯობესებს თერაპიულ მოქმედებას, სისხლის მიმოქცევას, გულ-სისხლძარღვთა და ძვალ-სახსროვან პრობლემებს, კურნავს კანის სხვადასხვა დაავადებებს დაკუნთოვანი სისტემის მოდუნების ხარჯზე ხსნის სტრესს. ასევე აქვს კოსმეტოლოგიური დანიშნულება – გამოიყენება ორგანიზმის დეტოქსიკაციის მიზნით.

 

ხელოვნური მზე (ჰელიოთერაპია)
კლინიკა მედის სარეაბილიტაციო ცენტრს დაემატა ინოვაციურ ტექნოლოგიაზე აგებული პროცედურა – მზის თერაპია (ჰელიოთერაპია). სპა ცენტრში დამონტაჟებული მოწყობილობა – „ხელოვნური მზე“, შესაძლებლობას აძლევს თითოეულ მომხმარებელს, სპეციალურად მოწყობილ ადგილას, ჩაიტაროს 15 წუთიანი მზის თერაპია. „ხელოვნური მზე“ მსოფლიოს მასშტაბით ერთადერთია, რომელიც ბუნებრივი მზის ალტერნატივად შეიძლება ჩაითვალოს.
მზის თერაპიის დროს ხდება:

  • ორგანიზმში არსებული ენერგიის დაბალანსება
  • კანის კოლაგენისა და ელასტინის სტიმულაცია
  • იზრდება ჟანგბადისა და ნუტრიენტების მიწოდების დონე
  • კანის ცოცხალი უჯრედების სტიმულაცია და რეგენერაცია
  • ტკივილის შეგრძნების შემცირება
  • იმუნური სისტემის სტიმულაცია
  • სასუნთ ორგანოებზე დადებითი ზემოქმედება

 

ჰელიოთერაპიის შედეგად პაციენტი აღარ უჩივის უძილობას და ქრონიკულ დაღლილობას, ხდება უფრო მეტად შრომისუნარიანი და აქტიური.

სპა ცენტრის განრიგი
სამუშაო საათები: 08:00-დან 23:00-მდე (ყოველ ერთ საათში)
სამუსაო დღეები: ყოველდღე

გისურვებთ ჯანმრთელობას და სილამაზეს!

ფასები

აკვა აერობიკა 8 ვიზიტი 13:00 - 17:00 - მდე
120 ₾.
აკვა აერობიკა 12 ვიზიტი 13:00 - 17:00 - მდე
150 ₾.
აკვა აერობიკა 8 ვიზიტი 08:00 - 22:00 - მდე
155 ₾.
აკვა აერობიკა 12 ვიზიტი 08:00 - 22:00 - მდე
185 ₾.

ექიმები

სხვა პროცედურები

რეაბილიტაცია

ინდივიდუალურად შერჩეული სარეაბილიტაციო პროგრამა

ფიზიოთერაპია
ფიტნესი
სიახლის გამოწერა

Задать вопрос

Задать вопрос

Ask a question

Ask a Question

×