მოგვწერეთ ტელეფონის ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით

×
МЕНЮMENU

Beyond Polus კბილების გათეთრება

კბილების გათეთრება 4-8 ტონით!

მომსახურება
ფასი

,,Beyond Polus” კბილების გათეთრების ერთ-ერთი უსაფრთხო და ეფექტური ტექნოლოგიაა რომელიც კლინიკა მედიში გამოიყენება. პროცედურის შედეგად 1 საათში, ემალის დაზიანების გარეშე კბილები რამოდენიმე ტონით თეთრდება.

 

,,Beyond Polus” ტექნოლოგიის უპირატესობა გულისხმობს გაუმჯობესებულ დაცვას ულტრაიისფერი სხივებისგან. გააჩნია უმაღლესი ხარისხის ფილტრაციის სისტემა, 200 000 ოპტიკური ბოჭკო ფილტრავს ყველა ულტრაიისფერ და სხვა მავნე სხივებს, მაქსიმალურად ამცირებს კბილების მგრძნობელობას როგორც მკურნალობის დროს, ასევე მის შემდეგაც.

 

ვის შეუძლია გაითეთროს კბილები ,,Beyond Polus”- ით?
მუქი ემალის გათეთრება ,,Beyond Polus”-ით შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. მკურნალობა აღწევს მაქსიმალურ შედეგს, თუ პაციენტის კბილების ფერის ცვალებადობა გამოწვეულია საკვებით, სასმელით ან თამბაქოს მოხმარებით.

 

ჭირდება თუ არა წინასწარი მომზადება პროცედურას?
პროცედურის დაწყებამდე აუცილებელია ჩატარდეს კბილების პროფესიონალური წმენდა

 

ათეთრებს თუ არა გვირგვინებს და ჩანართებს?
Beyond Polus” ათეთრებს მხოლოდ ბუნებრივ კბილს. ვერ უცვლის ფერს გვირგვინებს და ჩანართებს

 

რამდენად თეთრდება კბილები პროცედურის შემდეგ?
,,Beyond Polus” რამოდენიმე ტონით ათეთრებს კბილების ემალს. თუ რამდენი ტონით გათეთრდება კბილები დამოკიდებული კბილის ემალზე და მასზე არსებულ ლაქებზე.

 

რამდენი ხანს გრძელდება ეფექტი?
კბილის ემალის სითეთრის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის კვებაზე და ცხოვრების სტილზე, თუმცა შედეგი აუცილებლად შენარჩუნდება მინიმუმ 1 წელი. პერიოდული პროფესიონალური წმენდა სასურველია იმ შემთხვევაში თუ თქვენ ხშირად მოიხმართ ყავას, მუქ საკვებს ან თამბაქოს.

 

რამდენ ხანს გრძელდება პროცედურა?
პროცედურის ხანგრძლივობა არის 1 საათი.

 

შედეგის მაქსიმალურად შენარჩუნებისთვის როგორ მოვუაროთ კბილებს?
მკურნალობის შემდეგ 24 საათის განმავლობაში რეკომენდებულია მხოლოდ თეთრი საკვების მიღება. თავი შეიკავეთ როგორც თამბაქოს მოხმარებისგან, ასევე ყავის, ჩაის, წითელი ღვინისა და სხვა მუქი ფერის სასმელის და საკვების მიღებისგან.

 

პროცედურა ტარდება მხოლოდ კლინიკა მედის ბათუმის ფილიალში
მისამართი:
ბათუმი, მარჯანიშვილის N14,
ტელ.:0422 27 77 88

 

ფასები

Beyond Polus კბილების გათეთრება. ფილიალი / თბილისი / კოსტავა
510 ₾.

Видео

Video

სხვა პროცედურები

ZOOM 4-კბილების გათეთრება
კბილების პროფესიული წმენდა

კბილის ქსოვილის გაწმენდა რბილი, პიგმენტირებული და მკვრივი ნადებისგან

3D კომპიუტერული ტომოგრამა
სიახლის გამოწერა

Задать вопрос

Задать вопрос

Ask a question

Ask a Question

×