მოგვწერეთ ტელეფონის ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით

×
МЕНЮMENU

ენდოდონტური მკურნალობა

კბილის არხების მკურნალობა

მომსახურება
ფასი
ექიმები

ენდოდონტური მკურნალობა

ენდოდონტია წარმოადგენს კბილის არხების მკურნალობას. კარიესის არადროული მკურნალობის შედეგად, პროცესი ღრმავდება და ვითარდება ნერვ-სისხლ-ძარღვოვანი ქსოვილის, ფესვის ანთება ანუ პულპიტი. პულპიტის შემდგომ კი იწყება ფესვის ირგვლივ ძვლოვანი ქსოვილის ანთება – პერიოდონტიტი.
ენდოდონტიური მკურნალობა გულისხმობს: კბილის არხების გაწმენდას პათოგენური მიკროფლორისგან, მათ მექანიკურ და ქიმიურ ულტრაბგერით დამუშავებას, ჰერმეტულ დაბჟენას. კბილის ფესვის ანთებას თან ახლავს თვითნებითი მწვავე ღამის ტკივილი.

 

რატომ არის საჭირო კბილების დროული მკურნალობა?

პროცედურის შედეგად ხდება ანთების გამომწვევი, პათოგენური მიკროფლორის სრული მოსპობა და კბილის არხების ჰერმეტული დაბჟენა, რაც თავის მხრივ იწვევს ანთებითი პროცესის ჩაქრობას და ტკივილის სრულად მოხსნას.

 

რა ტექანოლოგიას იყენებს კლნიმა „მედი“ ?

ყველა სამკურნალო პროცედურა და განსაკუთრებით ენდოდონტიური ჩარევა კლინიკა „მედი“-ში ტარდება სტომატოლოგიური მიკროსკოპის გამოყენებით. ამ დროს ხდება კბილის უწვრილესი სტრუქტურების გადიდება 4-25 ჯერ და განათება ქსენონის სხივით, რაც ხელს უწყობს სამკურნალო ველის მაქსიმალურ ვიზუალიზაციას და უზრუნველყობს მკურნალობის მაღალ ხარისხიან შედეგს.

 

რა არის და რატომ იყენებს კლინიკა მედი გუდაპერჩით დაბჟენას?

კლინიკა „მედი“ პაციენტებს სთავაზობს უახლეს ტექნოლოგიას – კბილის არხების დაბჟენა ცხელი გუდაპერჩით. გუდაპერჩა არის ბიოინერტული მასალა, რომელიც გამოიყენება კბილის არხების ჰერმეტულად დასაბჟენად. სპეციალური აპარატის მეშვეობით ხდება გუდაპერჩის გაცხელება კბილის არხში, იგი ხდება თხევადი და მარტივად აღწევს არხის ყველა განშტოებაში, იქ სადაც სტომატოლოგიური ინსტრუმენტები ვერ აღწევს.

 

რამდენი ხანი გრძელდება პროცედურა ?
ენდოდონტიური მკურნალობის დროს პროცედურის ხანგრძლივობა დაახლოებით 90 წუთია. პროცედურა საჭიროებს ადგილობრივ ინექციურ ანესთეზიას. ინექციის წინ ხდება ლორწოვანის გაყუჩება საანესთეზიო გელით. პაციენტი პროცედურის შემდეგ უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
თანამედროვე ტექნოლოგიები, უახლესი აპარატურა და კლინკა „მედი“-ს ექიმების მაღალი პროფესიონალიზმი საშუალებას იძლევა, შეინარჩუნოთ ყველაზე გართულებული კბილიც კი.

 

რა გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოიწვიოს ამ პროცედურამ ?
ამ პროცედურის შემდეგ, შესაძლებელია პაციენტს აღენიშნოს დისკომფორტი კბილის კბილზე დაჭერისას 2-3 დღის განმავლობაში, რაც ორგანიზმის ნორმალური რეაქციაა კბილის ახალი შემავასებლის მიმართ.

 

 

ფასები

პულპიტი
257 400 ₾.
პერიოდონტიტი
281 400 ₾.

სხვა პროცედურები

ZOOM 4-კბილების გათეთრება
Beyond Polus კბილების გათეთრება

კბილების გათეთრება 4-8 ტონით!

კბილების პროფესიული წმენდა

კბილის ქსოვილის გაწმენდა რბილი, პიგმენტირებული და მკვრივი ნადებისგან

სიახლის გამოწერა

Задать вопрос

Задать вопрос

Ask a question

Ask a Question

×