მოგვწერეთ ტელეფონის ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით

×
МЕНЮMENU

კბილების პროფესიონალური წმენდა

კბილის ქსოვილის გაწმენდა რბილი, პიგმენტირებული და მკვრივი ნადებისგან

მომსახურება
ფასი
ექიმები
До и После

პროცედურა გულისხმობს კბილის ქსოვილის რბილი, პიგმენტირებული და მკვრივი ნადების მოშორებას ულტრათანამედროვე აპარატურის გამოყენებით.

 

რატომ არის სასურველი ნადების მოშორება?
წმენდის შედეგად კბილის ქსოვილს უბრუნდება ბუნებრივი ფერი. მცირდება ღრძილებიდან სისხლდენა, ქრება პირის ღრუდან არასასიამოვნო სუნი. გარდა ამისა, პროფესიონალური ჰიგიენა კარიესის, ღრძილების დაავადებების საუკეთესო პროფილაქტიკა და არსებული ბჟენების ხანგრძლივობის გარანტიაა.

 

რა ეტაპებისგან შედგება აპროფესიონალური წმენდა?
პროფესიონალური წმენდა ორი აპარატის Piezon Master-ის და Air Flow-ს გამოყენებით ხორციელდება.
პროცედურის პირველ ეტაპზე ულტრაბგერის და ანტისეპტიკური ხსნარის ჭავლის მეშვეობით შორდება კბილს მყარი ნადები, ხოლო ძნელად მისადგომ ადგილებში წნევით მიწოდებული სპეციალური ფხვნილით კბილები იწმინდება პიგმენრტირებული ნადებისაგან.
შემდეგ ეტაპზე ხდება კბილის ზედაპირის პოლირება სპეციალური რეზინებით, ჯაგრისებითა და აბრაზიული პასტებით.
პროცედურა სრულდება რემინერალიზაციური თერაპიით – ფტორის შემცველი პრეპარატების აპლიკაციით.

 

რამდენად ზიანდება კბილის ემალი?
აღნიშნული აპარატებით კბილის ქსოვილის წმენდა ხდება კბილის მინანქრის ყოველგვარი დაზიანების გარეშე და კბილს უბრუნდება ბუნებრივი ფერი.

 

რა სიხშირით არის პროცედურის ჩატარება რეკომენდირებული?
ჯანსაღი კბილების შესანარჩუნებლად, ყოველ 4-6 თვეში რეკომენდირებულია ჩავიტაროთ პირის ღრუს პროფესიონალური წმენდა.

 

რამდენი ხანი გრძელდება პროცედურა?
პროცედურის ხანგრძლივობა შეადგენს 40 წუთს.

 

აქვს თუ არა პროცედურას გვერდითი მოვლენები?
პროცედურას არ გააჩნია გვერდითი მოვლენები. ღრმად განლაგებული ნადების და ქვების მოცილებისას შესაძლებებლია ღრძილების მცირედი გაღიზიანება, რომელიც 1-2 დღეში სრულად აღდგება. პროცედურის დასრულებისთანავე პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

 

საჭიროებს თუ არა პროცედურა ანესთეზიას?
პროცედურა არ საჭიროებს ინექციურ ანესთეზიას. ტარდება ზედაპირული ანესთეზია სპეციალური გელის მეშვეობით.

ფასები

პროფესიონალური წმენდა / სათაო კლინიკა / თბილისი
160 ₾.
პროფესიონალური წმენდა / ფილიალები / ბათუმი / ზუგდიდი
120 ₾.

შედეგები

სხვა პროცედურები

ZOOM 4-კბილების გათეთრება
Beyond Polus კბილების გათეთრება

კბილების გათეთრება 4-8 ტონით!

3D კომპიუტერული ტომოგრამა
სიახლის გამოწერა

Задать вопрос

Задать вопрос

Ask a question

Ask a Question

×